ნუგზარ თათეშვილი ატარებს ტრეინინგს ახალციხის ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ცენტრში
როგორც ბ-ნ ნუგზარი ამბობს, სამცხე-ჯავახეთში, მიუხედავად საზოგადოების მაღალი განათლების დონისა, ბევრს ბიზნესის შესახებ არასწორი შეხედულება გააჩნია. “ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებისთვის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც დაგეგმილი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში იმყოფებიან” – ამბობს ბ-ნ ნუგზარი.
სასწავლო კურსის მიზანია რეგიონის ახალგაზრდებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნა, ასევე მათი ცოდნის ამაღლება საკუთარი ბიზნესის წარმოების, ბიზნეს გეგმის შედგენის და პროდუქციის გაყიდვის შესახებ. მთლიანი სასწავლო კურსი ერთი თვის განმავლობაში 21 საათს შეადგენს და გათვლილია 12 სტუდენტზე. ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას რეგიონში 18 წლის ზევით შეუძლიათ დარეგისტრირდეს და მოისმინოს ეს უფასო სასწავლო კურსი.
ბ-ნ თათეშვილის მიერ ინიცირებულმა სასწავლო კურსის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. იმ 62 სტუდენტიდან, რომლებმაც დაასრულეს სწავლება 2007 წლის აპრილი - ოქტომბრის თვეებში თერთმეტმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო: საკუთარი კაფე, ნაქსოვი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, თოთხმეტმა მუშაობა დაიწყო საბანკო სექტორში, დანარჩენი თხუთმეტი ახალგაზრდა ჯერ კიდევ სტუდენტია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სამუშაოს ძებნის პროცესში. საერთაშორისო ორგანზიაციამ “Care International” კი უმაღლესი ქულები მისცა ორ სტუდენტის მიერ შედგენილ ბიზნეს გეგმას.
იდეა ამ სასწავლო პროგრამის განხორციელებისა ბ-ნ ნუგზარს ამერიკაში, ქ. ბლუფილდში, დასავლეთ ვირჯინიის შტატის სავაჭრო პალატის და დასავლეთ ვირჯინიის შტატის განვითარების ოფისის მონახულების დროს დაებადა, საზოგადეობრივი კავშირების სტაჟირების პროგრამის დროს. ბ-ნ ნუგზარი ძალიან მოხარულია იმ წარმატებით, რაც ამ პროგრამას მოჰყვა. იგი მომავალშიც აქტიურად აპირებს ამერიკაში მიღებული გამოცდილების გამოყენებას რეგიონის განვითარებისათვის. “არის უამრავი საინტერესო პროექტი და ინიციატივა, რომელიც ამერიკაში ყოფნის დროს გამიჩნდა და უახლოეს მომავალში მათ განხორციელებაზეც ვიფიქრებ” ამბობს ბ-ნ ნუგზარ თათეშვილი.
|