Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
აშშრუსეთიMakedonianსაქართველოსასომხეთიუკრაინა
Honor the Past and Invest in the Future:
თავფურცელი ვინ ვართ ჩვენ
რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები
ვინ ვართ ჩვენ
Inga Kibrotsashvili
ACETT Program Mini-Grants Coordinator

ინგა ქიბროწაშვილი PH International - ის საქართველოს გუნდს შემოუერთდა 2012 წლის თებერვალში,  როგორც მცირე გრანტების კოორდინატორი პროგრამა ACETT-ის ფარგლებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მონიტორინგსა და შეფასებას ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა CHF International, Mercy Corps, ხსნის საერთაშორისო კორპუსი და UNHCR. ამ ორგანიზაციებში, ინგა ჩართული იყო ისეთი სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა  ინფრასტრუქტურის განვითარების გზით თემის მობილიზაცია, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება. ის მთელი ამ ხნის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან. ინგას 2000 წელს დამთავრებული აქვს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


ვინ ვართ ჩვენ

PH Internaitonal ამერიკელი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და უკრაინელი პროფესიონალების დინამიური გუნდია. ორგანიზაციის თანამშრობლები თავიანთი საქმის დახელოვნებული სპეციალისტები არიან, რომელთა პროფესიონალიზმსა და ენთუზიაზმს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებითა და მუშაობით მიღბული გამოცდილება და რწმენა სამოქალაქო საზოგადოების ძალაში განსაკუთრებულ ეფექტურობას სძენს. ჩვენ საზოგადოებრივი ღირებულებების გამტარებელ მოქალაქეთა გუნდი ვართ და განსაკუთრებით ვაფასებთ კრეატიულობას, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას, შეუპოვრობას, დამოუკიდებოლობას, მოქნილობას, და კულტურულ თავისებურებებს. ჩვენი ინდივიდუალური მისწრაფებები და ინტერესები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი გეოგრაფული წარმომავლობა. ჩვენი თანამშრობლების გაბედული და კრეატიული ხედვა მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივ საწყისებზე განხორცილებულ განვითარების თითოეულ  პროექტსა თუ ინიციატივას.

Go to Main Page
PH International - საქართველო
ი.ჭავჭავაძის გამზ. # 17 ბ, სადარბაზო # 1, ბინა # 1 | თბილისი, საქართველო | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
ვერმონტი  |  მოსკოვი  |  Skopje  |  თბილისი  |  ერევანი  |  კიევი
აშშ   რუსეთი   Makedonian   საქართველო   სასომხეთი   უკრაინა
ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები