Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
აშშრუსეთიMakedonianსაქართველოსასომხეთიუკრაინა
Honor the Past and Invest in the Future:
თავფურცელი ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით
როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები
<< first  < previous    [page 1/11]    შემდეგი >  last >>  
05.02.2016 | mt | წარმატების ისტორია სათაურის გარეშე

28.01.2016 | mt | სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივა
მოსწავლეებმა ამ პრობლემაზე მუშაობისთვის პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოიპოვეს მცირე გრანტი. მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ წამოიწყეს ადვოკატირების პროცესი. სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ ამირან ჯამბურიძეს და გააცნეს მას ინიციატივა. ბ-ნი ამირანი დაპირდა მოსწავლეებს, რომ მინერალური წყლის ტერიტორიაზე დაიდგმება საინფორმაციო ბანერი, ასევე შესრულდება მიმდებარე ტერიტორიის და თვით წყაროს მოპირკეთების სამუშაოები, გაკეთდება წყაროსთან მისასვლელი ბილიკი და ჯებირები, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან.

11.12.2015 | other | უსაფრთხო გზა ქვეითს
თბილისის #186 საჯარო სკოლა დიდი დიღმის რაიონში მდებარეობს, სკოლისკენ მიმავალ გზაზე წაშლილი იყო ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ნიშანი, მძღოლები მოსწავლეებს და ფეხითმოსიარულე მოსახლეობას გზას არ უთმობდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ გადაადგილებას. ადვოკატირების პროცესი მიზნად ისახავდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ „ზებრა“ გადასასვლელის აღდგენას. თავდაპირველად მოსწავლეებმა, ოფიციალური წერილით, ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს მიმართეს, რის შედეგადაც გადასასვლელის დახაზვაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. პროცესი 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გამოწვეულმა ტრაგედიამ შეაფერხა. 2015 წლის ოქტომბრის თვეში კლუბის წევრებმა ხელახლა მიმართეს მერიას, ამჯერად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. მოსწავლეთა ინიციატივამ შედეგი გამოიღო და 2015 წლის 8 ნოემბერს 186 საჯარო სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი თბილისის მერიამ აღადგინა. აღსანიშნავია, რომ გადასასვლელი არა მხოლოდ მოსწავლეების მიერ მოთხოვნილ მონაკვეთზე აღდგა, არამედ დიდი დიღმის დასახლების ყველა იმ ადგილას, სადაც აღნიშნული საგზაო ნიშანი წაშლილი იყო.

19.11.2015 | mt | წარმატების ისტორია სათაურის გარეშე

02.11.2015 | mt | სამოქალაქო კლუბის ინიციატივით თემში მოგვარებული პრობლემები
მიმდინარე წლის 16 აპრილს სვირის სამოქალაქო კლუბმა ,,ფესვები“ მიიღო საპასუხო წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, სადაც ნათქვამია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელში ნარჩენებისათვის ურნები განათავსა, ამავდროულად, რეგულარულად უზრუნველყოფს მათ გატანას. ასევე სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიღებული იქნა ძირითად პრიორიტეტად და მიმდინარეობს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
<< first  < previous    [page 1/11]    შემდეგი >  last >>  
Go to Main Page
PH International - საქართველო
ი.ჭავჭავაძის გამზ. # 17 ბ, სადარბაზო # 1, ბინა # 1 | თბილისი, საქართველო | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
ვერმონტი  |  მოსკოვი  |  Skopje  |  თბილისი  |  ერევანი  |  კიევი
აშშ   რუსეთი   Makedonian   საქართველო   სასომხეთი   უკრაინა
ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები