English / ქართულად

GE CALLS Contacts

ბერდია ნაცვლიშვილი

წარმომადგენლობის დირექტორი

ბერდია ნაცვლიშვილი PH International - ის საქართველოს წარმომადგენლობაში 2000 წლიდან მუშაობს სხვადასხვა მმართველობით პოზიციებზე. ბერდიას დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს საერთაშორისო განვითარებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების და ორგანიზაციული და ინსტიტუციური მართვის საკითხებში, ისევე როგორც სხვადასხვა აქციების, PR ღონისძიებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამაპნიების ორგანიზებაში. ბოლო 12 წლის მანძილზე, ის მუშაობდა და თანამშრომლობდა მოწინავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან, კერძო სექტორთან, უნივერსიტეტებთან და ტრეინინგ ცენტრბთან. დღესდღეობით, ბერდია უძღვება სალექციო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედია სკოლაში და საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლაში. ის არის საქართველოში აქტიურად მომუშავე სხვადასხვა პროფესიული, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ორგანიზაციისა დამფუძნებელი და რამოდენიმე ინოვაციური პროექტის ავტორი საზოგადოებასთან ურთიერთობების, ინტერაქტიული კომუნიკაციებისა და ახალი მედიის სფეროში. ბერდია ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაციით და დიპლომს ჩატაჰუჩის სკოლიდან, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ.

Renee Berrian

Senior Program Manager & Supervisor

სალომე ჭელიძე

ფინანსური და ადმინისტრაციული კოორდინატორი

სალომე ჭელიძე პროექტ ჰარმონიის ოფისში 2008 წლის აპრილიდან მუშაობს. მას რვა წლის გამოცდილება აქვს საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვაში. მისი მოვალეობები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების, საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის და ამავდროულად სამართლებრივი განვითარების პროგრამა საქ-ში ფინანსური / ადმინისტრაციული კოორდინატორის თანამდებობაზე მოიცავს ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევას, როგორც პროგრამული, ასევე საოფისე თვალსაზრისით. აგრეთვე უფლბამოსილია დახმარება გაუწიოს ბუღალტერს ოფისის ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით და სხვა მრავალი ზოგად საორგანიზაციო საკითხები. ვიდრე სალომე მუშაობას დაიწყებდა PH International - ში იგი მუშაობდა შპს ”ფორტროუზ ჯორჯია”-ში და სახალხო დამცველის აპარატში. მას დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ-ევროპული ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი.

თინათინ ებანოიძე

პროგრამის ხელმძღვანელი

თინათინი ამჟამად პროგრამა GE CALLS-ს ხელმძღვანელობს. იგი PH International-ს 2008 წლის აპრილში "საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის" კოორდინატორის (GLSP) რანგში შემოუერთდა, რის შემდეგაც პროგრამის მენეჯერად განაგრძო მუშაობა. PH International- ში მუშაობის დაწყებამდე თინათინი მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, ეუთოს მიერ დაფინასებულ პროექტში, IRIS-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში, სადაც მისი საქმიანობა ფოკუსირებული იყო კურიკულუმის განვითარებაზე, პროგრამის მართვაზე და ფინანსურ საკითხებზე. თინათინი ფლობს ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ნუცა გოგუაძე

GE CALLS-ის ადმინისტრაციის/გრანტების კოორდინატორი

ნუცა ამჟამად პროგრამა GE CALLS-ის ადმინისტრაციისა და გრანტების კოორდინატორია. იგი PH International - ის საქართველოს გუნდს 2012 წლის ივნისში შემოუერთდა, როგორც "საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის" თანაშემწე. ნუცას აქვს ადამიანურ რესურსებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება როგორც კერძო კომპანიებში, ასევე საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. ის ასევე საკმაოდ დიდხანს მუშაობდა თარჯიმან/მთარგმნელად.
ნუცას დამთავრებული აქვს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფლობს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხს. ასევე მთარგმნელ/თარჯიმნის ხარისხს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტიდან. გარდა ამისა, მას გავლილი აქვს მენეჯმენტისა და ფინანსების კურსი ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში (LSBF).

რუსუდან ძიგრაშვილი

GE CALLS-ის პროგრამის კოორდინატორი

რუსუდანი PH International-ის საქართველოს გუნდს 2012 წლის დეკემბერში შემოუერთდა. მისი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება განვითარების პროექტებს სხვადასხვა სექტორებში: მედია, ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო დიალოგი, ევრო -ინტეგრაცია, განათლება და კულტურა. PH International - ში მუშაობის დაწყებამდე, ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში: აშშ-ის საერთაშორისო განვითერების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ მედიის განვითარების პროექტში (IREX MIPG), სადაც ხელმძღვანელობდა ტრენინგებისა და შემდეგ კვლევების პროექტებს; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტში USAID AgVANTAGE, მარკეტინგის და კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე; საზოგადოებრივ მაუწყებელში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად. სამი წელი იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) აღმასრულებელი დირექტორი და ორი წელი პროგრამების ხელმძღვანელი ევროპის სახლში, სადაც მართავდა სამოქალაქო დიალოგისა და განათლების ხელშეწყობის პროექტებს. რუსუდანი ფლობს მაგისტრის დიპლომს ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციით და ბაკალავრის დიპლომს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მთარგმნელ/რეფერენტის კვალიფიკაციით.

ალექსანდრე გონსალესი

ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სპეციალისტი

ალექსანდრე PH Georgia-ს 2013 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სპეციალისტის რანგში. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით. გარდა იმისა, რომ რიგ ორგანიზაციებში მუშაობდა ვებ-მასტერისა და დეველოპერის თანამდებობაზე, მას ასევე შემუშავებული აქვს საკუთარი პროექტები, მათ შორის ახალი სოციალური ქსელის მოდელი, ფორუმები და ა.შ.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International