English / ქართულად

ახალი ამბები

GE CALLS-მა საქართველოს ოთხ ქალაქში პროგრამის პრეზენტაცია გამართა

04.10.2013
სექტემბრის თვეში გაიმართა GE CALLS-ის პროგრამის ორი კომპონენტის პრეზენტაცია თელავში, ხაშურში, ფოთსა და ახალციხეში. სასკოლო პროგრამების პრეზენტაციას ჯამში 35 სკოლის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი გაეცნენ პროგრამის კონცეფციას და მიიღეს ინსტრუქციები სასკოლო პროგრამებში ჩასართავად. სათემო ინიციატივების პრეზენტაციაზე 36 არასამთავრობო ორგანიზაციის 60 წარმომადგენელი გამოცხადდა.

GE CALLS საპილოტე წლისთვის ემზადება

27.08.2013
2013 წლის 1 ივლისიდან PH International-მა დაიწყო „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS). პროგრამის მიზანია სამთავრობო სტრუქტურების, თემების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ხელი შეუწყოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა-გაძლიერებას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International