English / ქართულად

საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია. პრაქტიკული ასპექტები

31.01.2017

2017 წლის 23 – 26 იანვარს, საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებრივი განათლებისთვის, GE CALLS-ის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა ტრეინინგი: საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები, რომელიც ჩატარდა შსს-ს აკადემიაში.

ტრეინინგის მთავარი მიზანი იყო საზოაგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით პრობლემების მოგვარების სტრატეგიების დასახვა დანაშაულის პრევენციის მიზნით.

სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდა ლეიტენანტი გლენ ფოსა, საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციის სპეციალისტი, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ფიტჩბურგიდან. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება აქვს საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, სოპ-ისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

მონაწილეებს შორის იყვნენ ძველი თბილისის მე-5 განყოფილების თანამშრომლები და სამუშაო ჯგუფის წევრები შსს-დან.

ტრენინგზე განიხილეს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პრინციპები, მისი მნიშვნელოვანება დანაშაულის პრევენციის, პოლიციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის და აგრეთვე, საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდის გაძლიერების კუთხით.  ისაუბრეს პრობლემების მოგვარების მიზნით სხვადასხვა უწყებებთან პოლიციის თანამშრომლობის პრინციპებზე. გამოავლინეს შესაძლებლობები, რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები, რათა შემდგომში შეიმუშავონ სოპ-ის სამოქმედო გეგმა.

სამუშაო შეხვედრები ასევე მოიცავდა საველე საქმიანობას წინასწარ შერჩეულ ქუჩებში, შესაძლო რისკების გამოვლენას და მათ საფუძველზე მცირე სამოქმედო გეგმების შემუშავებას.



Photo Album: https://www.facebook.com/pg/gecalls/photos/?tab=album&album_id=1456538137691649

 


icon IMG_5069.JPG (5.3 Mb)
icon 28 birhgter.jpg (1.3 Mb)
icon 5 br.jpg (1.5 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International