English / ქართულად

უსაფრთხო სკოლის სამოქმედო გეგმები

05.11.2015

ოქტომბრის განმავლობაში  პროგრამის წარმომადგენლებმა და  განათლების ექსპერტმა თითოეულ რეგიონში ჩაატარეს სამუშაო შეხვედრები, რათა ერთად ემუშავათ სამართლებრივი კულტურის განვითარებისა და უსაფრთხო სკოლის  სამოქმედო გეგმებზე.

ზუგდიდში, ოზურგეთში, ბორჯომსა და გურჯაანში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებზე  განიხილეს შემდეგი საკითხები: სამართლებრივი კულტურა სკოლაში, ორგანიზაციული კულტურა, ასაკობრივი თავისებურებანი, მოზარდი და სამართალი, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სკოლაში და სკოლის გარეთ და სხვა.

SWOT ანალიზის შემდეგ მონაწილეებმა შეადგინეს თავიანთი სკოლების სამოქმედო გეგმები და წარუდგინეს ჯგუფს. როგორც ერთერთმა მონაწილებ აღნიშნა: „შევძელი, სრულიად სხვა კუთხით დამენახა ჩემი  ყოველდღიურ სამუშაო დღე და უკეთ გამომევლინა საჭროებები.“

სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ  ადილობრივი სკოლების დირექტორები, მათი მოადგილეები, მანდატურები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. მათ მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები  დატვირთული იყო მრავალი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით სამართლებრივი კულტურის შესახებ ცნობიერების გაზრდისა და უსაფრთხო სკოლის უზრუნველსაყოფად.  


icon work 1.jpg (1.4 Mb)
icon work 22.jpg (1.2 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International