English / ქართულად

არაფორმალური შეხვედრები მანდატურებთან და პატრულის ოფიცრებთან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

05.11.2015

2015 წლის აგვისტოში ახალგაზრდული ორგანიზაციის არაფორმალური განათლების ტრენერთან ერთად GE Calls-მა შეიმუშავა შეხვედრების მოდული მანდატურთათვის, პატრულის პოლიციელებისთვის და მასწავლებლებისათვის.



აღნიშნიშნული შეხვედრების მიზანია  ინფორმირებულობის გაზრდა ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი,  საგზაო სუფართხოება, კოფლიქტები და მათი მოგვარების გზები და სხვა.  შეხვედრებს პედაგოგებთან ერთად გაუძღვებიან სკოლის  მანდატურები და სამართალდამცავები. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს მანდატურებისა და სამართალდამცავების მიმართ უმცროსკლასელებში პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.



ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც ესწრებოდნენ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასების დამრიგებლები, მანდატურები და პოლიციელები. ტრენინგზე  ისაუბრეს არაფორმალური განათლების შესახებ,  განიხილეს თითოეული შეხვედრის მოდული და გაითამაშეს მოდულებში  მოცემული სავარჯიშოები. 



აღნიშნული შეხვედრები ეფუძნება ფიზიკურ, გასართობ და შემეცნებით სავარჯიშოებს, რომელებიც თემატურად უკავშირდება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრები ჩატარდება არასაკლასო ვითარებაში, თამაშებსა და სავარჯიშოებს წარმართავენ მანდატურები და პოლიციელები.


icon 11.jpg (1.2 Mb)
icon 22.jpg (1.5 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International