English / ქართულად

რაგბისა კლუბი და კერამიკის შემსწავლელი კურსები - GE CALLS ზუგდიდში ახალ ინიციატივას აფინანსებს

21.10.2015
2015 წლის 09 ოქტომბერს, ასოციაცია "ქსენონის" პროექტი "ბედნიერების ტერიტორია" საზეიმოდ გაიხსნა. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცეს ასოციაცია "ქსენონის" თანამშრომლებმა, სახელისუფლებო, სამართალდამცავი, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სტრუქტურების წარმომადგენლებმა, მშობლებმა და სკოლის პედაგოგებმა.
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონის" პროექტი "ბედნიერების ტერიტორია მიზნად ისახავს ზუგდიდში მცხოვრები მოზარდების პიროვნული ზრდა–განვითარების ხელშეწყობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის სტიმულირება/დანერგვას.

მოზარდების ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება/განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების ქცევითი მოდელების ჩამოყალიბებისთვის გამოყენებულია ორი განსხვავებული მიმართულება: სპორტი და ხელოვნება. კერძოდ: რაგბი და თიხაზე მუშაობა.

პროექტის მანძილზე, რაგბის გუნდისა და ხელოვნების ჯგუფის წევრები, ასევე, გაივლიან 5 ეტაპიან ტრენინგების ციკლს “ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

პროექტს ახორციელებს “ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი” ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International