English / ქართულად

GE CALLS-ის პროგრამა სათემო ინიციატივის ფარგლებში 6 ახალ პროექტს აფინანსებს

23.09.2015

საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის (GE CALLS) ახალ საპროგრამო წელს განაგრძობს სათემო ინიციატივების დაფინანსებას. ამჯერად ექვსი პროექტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, გურჯაანში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში. 16 სექტემბერს GE CALLS-მა კომპონენტის მონაწილეთა გაერთიანებულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის დონორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათის იყო, თითოეულმა ორგანიზაციამ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და GE CALLS-ის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი თანამშრომლობის ტექნიკურ საკითხებს დაეთმო. პროექტები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა (6-8) და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგეგმება ახალგაზრდული ცენტრების დაარსება ბორჯომსა და გურჯაანში, სპორტული აქტივობები და არტ-თერაპია ოზურგეთსა და ზუგდიდში, ასევე დაფინანსდა შარშანდელი საგრანტო ციკლის ორი წარმატებული პროექტის მეორე ფაზა თბილისსა და ქუთაისში. ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს მონაწილეთა შერჩევა, პროექტები აქტიურ ფაზაში ოქტომბრიდან შევა.


icon IMG_0048.JPG (7.2 Mb)
icon IMG_0137.JPG (5.4 Mb)
icon IMG_0124.JPG (5.1 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International