English / ქართულად

GE CALLS-მა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

01.11.2013
GE CALLS სათემო კომპონენტის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე აცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მიზანია სათემო ინიციატივების წახალისება მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციისთვის.
საგრანტო კონკურსის პირველი რაუნდი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ თელავში, ფოთში, ხაშურსა და ახალციხეში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საგანგებო კომისიის მიერ ოქტომბრის ბოლოს შეირჩა სამი გამარჯვებული პროექტი, ესენია:
1. „ერთად მოზარდთა უსაფრთხო მომავლისკენ“ - სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი „თანამონაწილე“, ხაშური;
2. „შენ გიცავს კანონი“ - სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება, ახალციხე;
3. „ჯანსაღი მომავლისთვის“ - კახეთის სამოქალაქო ლიგა, თელავი.
ახალი პროექტების განხორციელება 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყება.
დეკემბერშივე იგეგმება საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდის გამოცხადებაც.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International