English / ქართულად

ფოთის ხუთმა საჯარო სკოლამ სამართლებრივი კულტურის დანერგვისთვის სამუშაო გეგმები შეიმუშავა

28.10.2013
19-21 ოქტომბერს ფოთში ჩატარდა პირველი ტრენინგი გამარჯვებული სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანი იყო სკოლების სამართლებრივი კულტურის განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება.
სამდღიან ტრენინგზე განიხილეს სამართლებრივი კულტურის არსი, ქცევის ასაკობრივი თავისებურებები, არასრულწლოვანი და კანონი, ეფექტური კომუნიკაცის საკითხები და სხვა. ასევე განიხილეს კონკრეტული შემთხვევები და შეადგინეს სკოლების SWOT ანალიზები.
ტრენინიგის დასრულებიდან ორ დღეში, ყველა მონაწილე სკოლამ წარადგინა დასრულებული სამოქმედო გეგემა.

ტრენინგს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების ექსპერტები: გიორგი გახელაძე და ნინო კვიტაიშვილი. მორიგი ტრენინგები დაგეგმილია ახალციხეში, ხაშურსა და თელავში გამარჯვებული სკოლებისათვის.
icon selected 4.JPG (258 Kb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International