თამუნა ფრუიძე PH International -ში 2003 წლის თებერვლიდან მუშაობს და აქტიურად მონაწილეობს პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა საკითხებში. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორის კვლევისა და მუშაობის საკითხებში. PH International -ში მუშაობის დაწყებამდე, თამუნა წლების მანძილზე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის თანაშემწედ, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების სახლის მენეჯერი, ქალაქ ქუთაისში, სადაც ორგანიზაციის განვითარების საკითხებზე იყო პასუხიმგებელი. ამჟამად თამუნა აქტიურად არის ჩაბმული უპატრონო ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო პროექტში. თამუნას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. თამუნა თავისუფალ დროს მისი 4 წლის ქალიშვილის ნიას აღზრდას უთმობს.
ვინ ვართ ჩვენ
PH Internaitonal ამერიკელი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და უკრაინელი პროფესიონალების დინამიური გუნდია. ორგანიზაციის თანამშრობლები თავიანთი საქმის დახელოვნებული სპეციალისტები არიან, რომელთა პროფესიონალიზმსა და ენთუზიაზმს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებითა და მუშაობით მიღბული გამოცდილება და რწმენა სამოქალაქო საზოგადოების ძალაში განსაკუთრებულ ეფექტურობას სძენს. ჩვენ საზოგადოებრივი ღირებულებების გამტარებელ მოქალაქეთა გუნდი ვართ და განსაკუთრებით ვაფასებთ კრეატიულობას, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას, შეუპოვრობას, დამოუკიდებოლობას, მოქნილობას, და კულტურულ თავისებურებებს. ჩვენი ინდივიდუალური მისწრაფებები და ინტერესები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი გეოგრაფული წარმომავლობა. ჩვენი თანამშრობლების გაბედული და კრეატიული ხედვა მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივ საწყისებზე განხორცილებულ განვითარების თითოეულ პროექტსა თუ ინიციატივას.
PH International - საქართველო
ი.ჭავჭავაძის გამზ. # 17 ბ, სადარბაზო # 1, ბინა # 1 | თბილისი, საქართველო | 0179 T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E