Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
აშშრუსეთიMakedonianსაქართველოსასომხეთიუკრაინა
Honor the Past and Invest in the Future:
თავფურცელი ვინ ვართ ჩვენ
რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები
ვინ ვართ ჩვენ
ყუბანეიშვილი მანანა
პროგრამის "მომავლის თაობა" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი

მანანა ყუბანეიშვილი PH International - ის გუნდს 2011 წლის დეკემბერში შეუერთდა. იგი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობს. მანანა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დახმარებისა და განვითარების პროექტებს ახორციელებენ საქართველოში. მათ შორის არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ფედერაცია, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ხედვა“ და სხვა. ის მუშაობდა ინფორმაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანგარიშგების ოფიცრის თანამდებობებზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საზოგადოების, დონორების და ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. ასევე სამუშაო შეხვედრების, ღონისძიებების და ტრენინგების ორგანიზება. აქვს პედაგოგის დიდი გამოცდილება.

ვინ ვართ ჩვენ

PH Internaitonal ამერიკელი, ქართველი, სომეხი, მაკედონიელი, ყაზახი, რუსი და უკრაინელი პროფესიონალების დინამიური გუნდია. ორგანიზაციის თანამშრობლები თავიანთი საქმის დახელოვნებული სპეციალისტები არიან, რომელთა პროფესიონალიზმსა და ენთუზიაზმს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებითა და მუშაობით მიღბული გამოცდილება და რწმენა სამოქალაქო საზოგადოების ძალაში განსაკუთრებულ ეფექტურობას სძენს. ჩვენ საზოგადოებრივი ღირებულებების გამტარებელ მოქალაქეთა გუნდი ვართ და განსაკუთრებით ვაფასებთ კრეატიულობას, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას, შეუპოვრობას, დამოუკიდებოლობას, მოქნილობას, და კულტურულ თავისებურებებს. ჩვენი ინდივიდუალური მისწრაფებები და ინტერესები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი გეოგრაფული წარმომავლობა. ჩვენი თანამშრობლების გაბედული და კრეატიული ხედვა მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივ საწყისებზე განხორცილებულ განვითარების თითოეულ  პროექტსა თუ ინიციატივას.

Go to Main Page
PH International - საქართველო
ი.ჭავჭავაძის გამზ. # 17 ბ, სადარბაზო # 1, ბინა # 1 | თბილისი, საქართველო | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
ვერმონტი  |  მოსკოვი  |  Skopje  |  თბილისი  |  ერევანი  |  კიევი
აშშ   რუსეთი   Makedonian   საქართველო   სასომხეთი   უკრაინა
ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები