PH International
Choose page language:  ARM  BOS  ENG  GEO  HRV  RUS  SRP  UKR 

ვინ ვართ ჩვენ

PH International-ი მიისწრაფვის ისეთი მსოფლიოსაკენ, სადაც საზღვრების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ინდივიდები და საზოგადოებები იღწვიან გადალახონ წამოჭრილი პრობლემები, როცა ამ უკვანასკლენთა გადაჭრის გზები

  • მდგომარეობს კულტურული განსხვავებების გააზრებაში;
  • გულისხმობს ერთმანეთის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის თანაბრად გაზიარებას;
  • განხორცილებადი ხდება სხვადასხვა პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი ინდივიდების ძალისხმევით;
  • არსებობს ღია კომუნიკაციის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და მეგობრობის საფუძველზე.

სამოქალაქო ჩართულობის, ინტერკულტურალური შემეცნებისა და ფართე შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, PH International-ი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის ძლიერ გლობალურ საზოგადოებას ქმნის. ყველა ამ ძალისხმევის ქვაკუთხედი ნიჭიერ, მრავალეროვნულ თანამშრომელთა გუნდია. 

საზოგადოებების განვითარება, ხალხებს შორის კავშირი

უხილავი კედლის დანგრევის და პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბების შემდეგ "პროექტმა ჰარმონიამ" გახსნა ოფისები 6 ქვეყანაში და განახორციელა მრავალი პროექტი ამერიკელი და უცხოელი მონაწილეებისთვის. 
განათლების პროგრამების განხორციელება გაიზარდა 1990 წლის შემდეგ და დღეს "პროექტი ჰარმონია" თანამშრომლობს სკოლებთან ამერიკაში, ევრაზიაში და კავკასიაში. რადგან "პროექტი ჰარმონიას" პარტნიორების რიცხვი ამერიკაში და უცხოეთში იზრდება, ორგანიზაცია განაგრძობს პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას. ეს პროგრამები ფოკუსირებას ახდენს მოსახლეობის შესაძლებლობების რეალიზაციაზე იმ მიზნით, რომ მათ მხარი დაუჭირონ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას საკუთარ საზოგადოებაში. 

1990 წლების დასაწყისში "პროექტი ჰარმონია" გააცნობიერა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის მთავარი იარაღი იმ სტერეოტიპების დანგრევისა, რომლებიც აშორებს სხვადასხვა ეროვნების ხალხს ერთმანეთისგან და დაიწყო საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროგრამებზე მუშაობა. შედეგად რუსეთის, სომხეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში, სკოლებში და ბიბლიოთეკებში დაახლეობით 450 კომპიუტერული ცენტრი ჩამოყალიბდა. 

ახალი ერა: PH International

PH International – ის ზრდისა და წარმატებების საჩვენებლად 2008 წელს ორგანიზაციამ ახალი სახელი შეიძინა PH International. ადრე მას „პროექტი ჰარმონია“ერქვა. PH International – ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ითვლის ინდივიდებთან, სათემო ორგანიზაციებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და კერძო კორპორაციებთან ურთიერთობის 20 წლიან გამოცდილებას. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციამ აჩვენა ის საუკეთესო გზები, რაც ეხმარება სხვადასხვა კულტურების დაახლოებას, განათლების ხელშეწყობასა და ძლიერი საზოგადოებების შექმნას.

ჩვენი ფასეულობებია

  • სოციალური ცვლილებათა ხელშეწყობა;
  • ინდივიდებისა და საზოგადოებებისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის შესაქმნელად საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიწოდება;
  • ჩართულობის საშუალებით  შესაძლებლობების განვითარება;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნვეყოფა მარგინალური ჯგუფებისათვის, როგორიცაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ქალები, ეთნიკური უმცირესობები და ბავშვები;
  • მსოფლმხედველობის გაფართოება;
  • პერსპექტივების ერთობლივი გამოყენება, ვარაუდების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კონსესუსის მიღწევა;
  • სხვადასხვა კულტურებს შორის ხიდების აგება;
  • ადამინების ურთიერთდაკავშირება კულტურული გაცვლის, განათლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამების საშუალებით;
  • ტექნოლოგიების გამოყენება;
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პროგრმის განვითარების, პროგრამული ოპერაციებისა და კომუნიკაციისთვის;
  • კვლევითი სულისკვეთება;
  • ცოდნის მუდმივი განახლებისა და აზრობრივი ანალიზის წახალისება.

PH International Financial Information and Reports

As part of our commitment to financial transparency and accountability, we provide the public with both federal 990 tax forms and audited financial statements.

Audited Financial Statements and 990s are available upon request.

 


CELEBRATING OVER 35 YEARS
OF GLOBAL SERVICE

Honor the Past and Invest in the Future

If you would like to make your gift in honor or in memory of someone special please fill out the form below and continue to the donation page by clicking on the 'Donate' button.

If you'd like to make a donation with no special attribution please just click on the 'Donate' button and continue to the donation page.

THANK YOU!

Please Enter Amount:
In Memory of:
In Honor of:
 

Recurring Donation to PH

Become a recurring, sustaining donor. (Your selection can be changed/updated at any time.)
 For how long/how many installments?
 How often would you like to make your recurring gift?
Enter your Donation Amount