Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
English - All countiesRussianMakedonianGeorgianArmenianUkrainian
Honor the Past and Invest in the Future:
Home Staff Programs Countries Success Stories Donate PH News
27.02.2012 | glsp | საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამამ ახალი სკოლები შეარჩია
სამართლებრივი განათლების პროგრამაში წელს 20 ახალი სკოლა ჩაერთვება და, შესაბამისად, მონაწილე სკოლების საერთო რიცხვი 80-ს მიაღწევს. სკოლები შეირჩა როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში (მარნეულში, გორში, სამტრედიაში, ახალციხესა და ახალქალაქში) და პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის თანახმად მოიცვა როგორც ქართული, ისე არაქართული მოსახლეობა.
სამართლებრივი განათლების პროგრამა გულისხმობს მრავალ მიმართულებას, თუმცა კომპონენტთა უმრავლესობა ხორციელდება სკოლებში და, აქედან გამომდინარე, მოითხოვს სკოლის დირექციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების აქტიურ ჩართულობას. ამისათვის 2011 წლის ივლისში პროგრამის თანამშრომლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები დირექტორებთან და პედაგოგებთან, გააცნეს პროგრამის არსი, მიზნები, კომპონენტები და ძირითადი აქტივობები, წარადგინეს სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელო და გაეცნენ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას მოზარდთა დანაშაულის კუთხით. 
პროგრამამ შესამჩნევი ინტერესი გამოიწვია, სკოლის დირექტორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ სამართლებრივი განათლების პროგრამასთან და თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განხორციელებაში.
Go to Main Page
PH International - Georgia
# 17 B Ilia Chavchavadze Ave., 1st Entrance, Apartment # 1 | Tbilisi, Georgia | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
Vermont  |  Moscow  |  Skopje  |  Tbilisi  |  Yerevan  |  Kyiv
English - All counties   Russian   Makedonian   Georgian   Armenian   Ukrainian
Staff Programs Countries Success Stories Donate PH News