|
სამართლებრივი განათლების პროგრამაში წელს 20 ახალი სკოლა ჩაერთვება და, შესაბამისად, მონაწილე სკოლების საერთო რიცხვი 80-ს მიაღწევს. სკოლები შეირჩა როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში (მარნეულში, გორში, სამტრედიაში, ახალციხესა და ახალქალაქში) და პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის თანახმად მოიცვა როგორც ქართული, ისე არაქართული მოსახლეობა.
სამართლებრივი განათლების პროგრამა გულისხმობს მრავალ მიმართულებას, თუმცა კომპონენტთა უმრავლესობა ხორციელდება სკოლებში და, აქედან გამომდინარე, მოითხოვს სკოლის დირექციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების აქტიურ ჩართულობას. ამისათვის 2011 წლის ივლისში პროგრამის თანამშრომლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები დირექტორებთან და პედაგოგებთან, გააცნეს პროგრამის არსი, მიზნები, კომპონენტები და ძირითადი აქტივობები, წარადგინეს სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელო და გაეცნენ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას მოზარდთა დანაშაულის კუთხით.
პროგრამამ შესამჩნევი ინტერესი გამოიწვია, სკოლის დირექტორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ სამართლებრივი განათლების პროგრამასთან და თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განხორციელებაში. | |