Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
აშშრუსეთიMakedonianსაქართველოსასომხეთიუკრაინა
Honor the Past and Invest in the Future:
თავფურცელი ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები
28.02.2012 | acett | სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა




2012 წლის 25 თებერვალს თბილისის “ივენთ ჰოლში” სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს ყველა რეგიონის 250-მდე პედაგოგი და მოწვეული სტუმარი დაესწრო. გამოფენა-კონფერენციის მიზანი სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. მონაწილეებს მიესალმნენ ქ-ნი ირინე ქურდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი და ქ-ნი ლიანა ღუღუნიშვილი - სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის წარმომადგენელი. კონფერენცია გახსნა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა. მან დამსწრეებს პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო. პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა ნამუშევრების გამოფენაზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს საგანმანათლებლო მასალები: მოსწავლეთა ნამუშევრები, საპროექტო იდეები, ბუკლეტები, გაზეთები, სასკოლო საკლუბო საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა და ა. შ. კონფრენციაზე პლენარული სხდომის დროს, გიორგი გახელაძემ, სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების შესახებ. მკვლევარმა დავით გოგიშვილმა - “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”, ისაუბრა პროექტზე, როგორც სამოქალაქო განათლების ინსტრუმენტზე. პროფესორ ლელა გაფრინდაშვილის გამოსვლის თემა იყო: “დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში”. ქვეჯგუფებში მუშაობისას შეჯერდა სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესების რეკომენდაციები, რომლებიც თეა ლობჟანიძემ, პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორმა გააცნო დამსწრეებს. გამოფენა-კონფერენცია დაასრულა წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალმა. ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და ”სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” სპეციალური პრიზი გადაეცა ცხრა რეგიონის ცხრა საუკეთესო პედაგოგს. კერძოდ: მაკა ბიბილეიშვილს თბილისიდან, მერი ბეჟუაშვილის შიდა ქართლიდან, ნინო ციმაკურიძეს ქვემო ქართლიდან, ნანა გადელიას სამეგრელო - ზემო სვანეთიდან, ნინო ნადირაძეს სამცხე-ჯავახეთიდან, თეონა სუმბაძეს კახეთიდან, გურანდა შანიძეს იმერეთიდან, ვლადიმერ აფხაზავას გურიიდან და მზია ბაუჟაძეს აჭარიდან. ჟიურის გადაწყვეტილებით, სამ პედაგოგს: თამარ ჩაფიჩაძეს (სამცხე-ჯავახეთი), ნინო დოლიშვილს (მცხეთა-მთიანეთი) და ლიანა ღუღუნიშვილს (ქვემო ქართლი) გადაეცა რეგიონის წარმატებული პედაგოგის სიგელები. კონფერენციის მსვლელობა გააშუქა ტელეკომპანიებმა: „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „კავკასია“, მაესტრო, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია: garbonline.tv, რადიო თავისუფლებამ. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი არარეგისტრირებული ქსელია, რომელიც დაფუძნდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
Attached Files
icon IMG_5924.jpg (3.6 Mb)
icon IMG_5787.jpg (2.8 Mb)
icon IMG_5708.jpg (2.7 Mb)
icon IMG_5802.jpg (2.8 Mb)
Go to Main Page
PH International - საქართველო
ი.ჭავჭავაძის გამზ. # 17 ბ, სადარბაზო # 1, ბინა # 1 | თბილისი, საქართველო | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
ვერმონტი  |  მოსკოვი  |  Skopje  |  თბილისი  |  ერევანი  |  კიევი
აშშ   რუსეთი   Makedonian   საქართველო   სასომხეთი   უკრაინა
ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები