Administrator Login
|
 |
 |
|
   |
 |
| Honor the Past and Invest in the Future: |
|
|
|
|
|
|
 |
|
 |  |
|
2012 წლის 18 თებერვალს, თბილისის 42-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ”კარპედიემმა”, თბილისის მ. გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში მცირე საგრანტო პროექტის ”წიგნიერება ქველმოქმედებისათვის” ფარგლებში ჩაატარა დასკვნითი ღონისძიება. ამ პროექტის მიზანი გახლდათ უსინათლო მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირება.
სამოქალაქო კლუბის წევრები დაუკავშირდნენ თბილისის 202-ე სკოლას, სადაც უსინათლო ბავშვები სწავლობენ, მათი ღონისძიებებში ჩართვის მიზნით. კლუბმა აგრეთვე ჩაატარა ინტელექტუალური ვიქტორინის წინასწარი შესარჩევი ტური თბილისის სხვადასხვა სკოლებში და გამოავლინა 15 გამარჯვებული საბოლოო კონკურსისათვის.
პარალელურად სამოქალაქო კლუბმა გრანტის ფარგლებში დაამზადა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ქართული ენის სამი სახელმძღვანელო და საჩუქრად გადასცა უსინათლო ბავშვებს.
კლუბის წევრების ინიციატივით, საპატრიარქოს ტელევიზიამ ”ერთსულოვნებამ” უსასყიდლოდ დაუთმო ეთერი უსინათლოთა პრობლემების განხილვას გადაცემაში ”უკეთ გავიცნოთ ჩვენი შვილები", სადაც 42-ე სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება - ინტელექტუალური ვიქტორინა მეტად მხიარულად წარიმართა და მე-10 სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ღონისძიების მონაწილე კლუბებს გადაეცათ ბაკურ სულაკაურის მიერ ნაჩუქარი წიგნები, ხოლო მე-10 სკოლის გამარჯევებული კლუბი კი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
სამოქალაქო კლუბი ”კარპედიემი” მადლობას უხდის კომპანიებს „ბარამბო“, „ყაზბეგი“ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას მხარდაჭერისთვის.
| |
 | |  |
|
|
|
|
|