Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
English - All countiesRussianAzerbaijaniGeorgianArmenianUkrainian
Honor the Past and Invest in the Future:
Home Staff Programs Countries Success Stories Donate PH News
<< first  < previous    [page 1/22]    next >  last >>  
23.05.2013 | acett | სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა
2013 წლის 11 მაისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში”, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა.

22.05.2013 | acett | ახალგაზრდული ფორუმი
2013 წლის აპრილში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა, პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

22.05.2013 | acett | სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი
2013 წლის 26-30 აპრილს, ბაკურიანში და რუსთავში სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდა, რომელმაც უმასპინძლა 48 მოსწავლეს და 24 სამოქალაქო განათლების პედაგოგს სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სექტორის სკოლებიდან.

20.05.2013 | glsp | ექსკურსია საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში
17 მაისს თბილისის 22-ე სკოლის მოსწავლეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვივნენ.

01.05.2013 | icte | მიმდინარეობს ICTE/TTSC -ს მონაწილეთა შერჩევა
ამჟამად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტრეინინგ-ბანაკისათვის (TTSC) იინგლისური ენის მასწავლებელთა შერჩევა. ნახევარფინალისტები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე, ხოლო შემდგომში, სკაიპით გასაუბრების შედეგად გამოვლინდება 18 ფინალისტი საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მასწავლებელთა 18-დღიანი ტრეინინგ-ბანაკი ჩატარდება 2013 წლის ივლისში, წყალტუბოში. ფინალისტების შეფასება ხორციელდება სპეციალური ინტერნეტ სისტემის საშუალებით. შესარჩევ კომისიაში შედიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ამერიკის საელჩოს, World Learning-SIT-ისა და PH International-ის წარმომადგენლები.

მასწავლებელთა ტრეინინგ-ბანაკის პირველი კვირას პედაგოგები შეისწავლიან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებსა და კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს, საკლასო ოთახის მენეჯმენტს და სამოქალაქო განათლებისა და ამერიკული კულტურის თემებზე დაყრდნობით ინგლისური ენის სწავლებას. მომდევნო კვირიდან ბანაკს შეურთდება 13-17 ასაკის, 60 მოსწავლე. ბანაკის დამასრულებელ ეტაპზე კი პედაგოგები გაივლიან 20 საათიან კონსულტაციებს მოწვეულ ტრენერებთან, რათა მეტად დახვეწონ სწავლების მეთოდი. პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი - World Learning SIT Essentials in TESOL Certificate.
<< first  < previous    [page 1/22]    next >  last >>  

Email Newsletter icon, E-mail Newsletter icon, Email List icon, E-mail List icon Sign up for our Email Newsletter
For Email Marketing you can trust

Go to Main Page
PH International - Georgia
# 17 B Ilia Chavchavadze Ave., 1st Entrance, Apartment # 1 | Tbilisi, Georgia | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
Vermont  |  Moscow  |  Baku  |  Tbilisi  |  Yerevan  |  Kyiv
English - All counties   Russian   Azerbaijani   Georgian   Armenian   Ukrainian
Staff Programs Countries Success Stories Donate PH News