Go to Main PagePH International (Project Harmony) on Facebook
აშშრუსეთიაზერბაიჯანისაქართველოსასომხეთიუკრაინა
Honor the Past and Invest in the Future:
თავფურცელი ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები
<< first  < previous    [page 1/21]    შემდეგი >  last >>  
20.05.2013 | glsp | ექსკურსია საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში
17 მაისს თბილისის 22-ე სკოლის მოსწავლეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვივნენ.

01.05.2013 | icte | მიმდინარეობს ICTE/TTSC -ს მონაწილეთა შერჩევა
ამჟამად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტრეინინგ-ბანაკისათვის (TTSC) იინგლისური ენის მასწავლებელთა შერჩევა. ნახევარფინალისტები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე, ხოლო შემდგომში, სკაიპით გასაუბრების შედეგად გამოვლინდება 18 ფინალისტი საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მასწავლებელთა 18-დღიანი ტრეინინგ-ბანაკი ჩატარდება 2013 წლის ივლისში, წყალტუბოში. ფინალისტების შეფასება ხორციელდება სპეციალური ინტერნეტ სისტემის საშუალებით. შესარჩევ კომისიაში შედიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ამერიკის საელჩოს, World Learning-SIT-ისა და PH International-ის წარმომადგენლები.

მასწავლებელთა ტრეინინგ-ბანაკის პირველი კვირას პედაგოგები შეისწავლიან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებსა და კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს, საკლასო ოთახის მენეჯმენტს და სამოქალაქო განათლებისა და ამერიკული კულტურის თემებზე დაყრდნობით ინგლისური ენის სწავლებას. მომდევნო კვირიდან ბანაკს შეურთდება 13-17 ასაკის, 60 მოსწავლე. ბანაკის დამასრულებელ ეტაპზე კი პედაგოგები გაივლიან 20 საათიან კონსულტაციებს მოწვეულ ტრენერებთან, რათა მეტად დახვეწონ სწავლების მეთოდი. პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი - World Learning SIT Essentials in TESOL Certificate.

01.05.2013 | icte | შეირჩა ICTE/TOTSI-ის პროგრამის 30 ფინალისტი
მასწავლებელ ტრენერთა საზაფხულო ინსტიტუტში (TOTSI) მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე 30 საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებელი შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. საზაფხულო ინსტიტუტი აშშ-ში, ვერმონტის შტატის ქალაქ ბრატელბოროში შედგება 2013 წლის აგვისტოში. ფინალისტები ელექტრონული აპლიკაციებისა და შემდგომ 45 ნახევარფინალისტთან სკაიპით გასაუბრების საფუძველზე შეარჩია სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ამერიკის საელჩოს, World Learning-SIT-ისა და PH International-ის წარმომადგენლები.

მასწავლებელ ტრენერთა საზაფხულო ინსტიტუტი არის 18 დღიანი ინტენსიური კურის, რომლის დროსაც ინგლისური ენის მასწავლებლები აიმაღებენ პროფესიული სწავლების მეთოდებსა და ადმინისტრაციულ უნარებს. ჩაუტარდებათ პრაქტიკული ვორკშოპები, ასევე მიკრო-ტრენინგები, რათა შეძლონ თავიანთი კოლეგების გადამზადება და მათთვის ახალი გამოცდლების გაზიარება. ასევე დაგეგმილია მრავალი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება, მათ შორისაა ოთხდღიანი პროფესიული განვითარებისა და ლიდერობის სასწავლო ტური ვაშინგტონ დი-სი-ში. პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი - World Learning SIT Essentials in Teacher Training Certificate .

27.04.2013 | acett | ონლაინ კონფერენციის სტუმარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
2013 წლის 24 აპრილს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის თემა იყო მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

26.04.2013 | acett | ამერიკელი პედაგოგები საქართველოში
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს რეგიონებიდან 43 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ამერიკაში კარგად ცნობილ – სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდს გაეცნობიან და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად შეარჩევენ იმ მოდულებს, რომლებსაც საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში საგნის სწავლებისას გამოიყენებენ.
<< first  < previous    [page 1/21]    შემდეგი >  last >>  

Email Newsletter icon, E-mail Newsletter icon, Email List icon, E-mail List icon Sign up for our Email Newsletter
For Email Marketing you can trust

Go to Main Page
PH International - საქართველო
ი.ჭავჭავაძის გამზ. # 17 ბ, სადარბაზო # 1, ბინა # 1 | თბილისი, საქართველო | 0179
T (32) 2990049 | F (32) 2990049; 2233338 | E 
ვერმონტი  |  მოსკოვი  |  ბაქო  |  თბილისი  |  ერევანი  |  კიევი
აშშ   რუსეთი   აზერბაიჯანი   საქართველო   სასომხეთი   უკრაინა
ვინ ვართ ჩვენ რას ვაკეთებთ სად ვმუშაობთ როგორ ვეხმარებით როგორ შეგიძლიათ დახმარება სიახლეები