English / ქართულად

სათემო ინიციატივები არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით

ქუთაისი პროექტის მონაწილეები ფლეშ-მობისთვის ემზადებიანსასკოლო პრევენციულ პროგრამებთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანია სკოლის გარეთ ისეთი პროგრამების არსებობა, რომელთა მეშვეობით ახალგაზრდები შეიძენენ სხვადასხვა უნარ-ჩვევას და ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში.

სწორედ ამიტომ, სათემო კომპონენტის ფარგლებში GE CALLS-ის პროგრამა გასცემს მცირე გრანტებს (5,500 აშშ დოლარამდე) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტური პროგრამების განხორციელებას მოზარდებს შორის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით. 

თელავის მედია-ლაბორატორიის წევრები ვორკშოპზე

 

სათემო პროგრამების ბენეფიციარები არიან როგორც წარმატებული მოსწავლეები, ასევე დანაშაულის რისკის ქვეშ მყოფი მოზარდები და ის არასრულწლოვნები, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ კანონთან კონფლიქტში. აღნიშნული პროგრამების მეშვეობით ახალგაზრდები, არასამთავრობო და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის სტრატეგიების შემუშავება/განხორციელებაში. 

 


2014-2015 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტები

1. „ნაბიჯი წინ - წარმატების აკადემია“ - არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“, თბილისი

პროექტის მიზანია, განავითაროს და დანერგოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის პროგრამა არაფორმალური განათლების ინოვაციური მეთოდიკის გამოყენებით. „აკადემიაში“ ორი ფაკულტეტი მოქმედებს - „მომავლის ინჟინერიის“ და „მშვიდობისა და სამართლიანობის“. პირველ ფაკულტეტზე სწავლისას მოზარდები გეგმავენ საკუთარ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას უახლოესი 1 წლის განმავლობაში და შედგენილი გეგმის განხორციელებისათვის მიიღებენ კვალიფიციურ მხარდაჭერას როგორც პროექტის ფარგლებში, ასევე მისი დასრულების შემდგომ.
„მშვიდობისა და სამართლიანობის ფაკულტეტზე“ ბენეფიციარები აანალიზებენ საკუთარ დამოკიდებულებებს საზოგადოებრივ წესრიგთან მიმართებაში და ეცნობიან ამ პროცესში მოქალაქის როლთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციასა და ღირებულებებს.

 

 2. „ახალი თაობა - უკეთესი მომავლისათვის“- ააიპ „ადვოკატთა ალიანსი“, წეროვანი

პროექტი მიზნად ისახავს მოზრდთა შორის დანაშაულის პრევენციას პროფესიული განათლების კურებში მათი ჩაბმის გზით. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით საპროექტო ჯგუფმა უზრუნველყო სამი პროფესიული კურსის დანერგვა - ტიხრული მინანქრის, ხეზე კვეთისა და ლანდშაფტის დიზაინის.

3. „ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“, რუსთავი

პროექტის მიზანია მოზარდებში ფინანსური წიგნიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან და „თავისუფალ უნივერსიტეტთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.

4. „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო“ – სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, ქუთაისი

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით, დანაშაულის რისკისგან დაცვა. აღნიშნული მოდელი ეფუძნება „გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების“ მეთოდს.   “სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო” წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას, სადაც ქუთაისის საჯარო სკოლების 35 მოსწავლე განიხილავს სამ კონკრეტულ ამბავს.

 

5. “დემოკრატიის აგენტები” - ააიპ „ბორჯღალი“, ბათუმი

პროექტის ფარგლებში შეიქმნა „დემოკრატიის აგენტთა სკოლა“, სადაც მონაწილეები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას დემოკრატიის არსის, მისი ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ, ასევე იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად. საგანგებოდ შექმნილ ვებ-პორტალზე მიმდინარე კონკურსის მეშვეობით, აგენტებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება სხვადასხვა აქტივობისთვის, რასაც უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში შექმნისი „დემოკრატიის აგენტთა ფონდი“. 


2013-2014 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტები

1. "ერთად მოზარდთა უსაფრთხო მომავლისკენ" - სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი "თანამონაწილე", ხაშური

პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალგაზრდულ კლუბში მოზარდები ეცნობიან იურუდიულ, სამედიცინო, ინფორმაციული წიგნიერების საკითხებს, იძენენ სხვადასხვა უნარ-ჩვევას (გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზება), ფსიქოლოგის დახმარებით ეცნობიან ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრის გზებს, გეგმავენ და ახორციელებენ საქველმოქმედო, სპორტულ და სხვა აქტივობებს.

2. შენ გიცავს კანონი - სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება, ახალციხე

პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი სამ კლუბს აერთიანებს: სამართლებრივ კლუბს, სადისკუსიო კლუბსა და ეკოლოგიურ კლუბს. ორგანიზაციის თანამშრომელთა ფასილიტაციით მოზარდები გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს თემში აქტუალურ პრობლემებზე ცნობიერების ასამაღლებლად.


3. ჯანსაღი მომავლისთვის - კახეთის სამოქალაქო ლიგა, თელავი

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მედიალაბორატორიის წევრები შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ იღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს აქტუალურ პრობლემებზე. საპილოტე წელს მათ 5 ფილმი გადაიღეს.

4. ფილმები დიალოგისთვის – „გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრი", ოზურგეთი

პროექტი ითვალისწინებს ორგანიზაციის ბაზაზე ფილმების სტუდიის შექმნას, ორგანიზაციის თანამშრომლებისა 

და პროექტის ბენეფიციარების გადამზადებას შესაბამისი უნარების შესაძენად, მრგვალი მაგიდების ორგანიზებას თემის წარმომადგენელთა მონაწილეობით მნიშვნელოვანი საკითხების გამოსაკვეთად, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, ასევე, 

დოკუმენტური ფილმების მომზადებას გამოვლენილ თემებზე.


5. ახალგაზრდა ხელოვანთა კლუბი - ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება, ფოთი

პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა რამდენიმე სახელოსნო, მათ შორის: კინოსახელოსნო, 

წიგნების რესტავრაციის სახელოსნო, ფოტოხელოვნების სახელოსნო და თეატრალური კლუბი.

6. ახალი თაობა უკეთესი მომავლისათვის – „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი", ზუგდიდი

პროექტი ითვალისწინებს ფოტო და დრამათერაპიის მეთოდიკის გამოყენებით მოზარდების ფსიქოემოციური პოტენციალის ამოქმედებას და მათი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას.


ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International