English / ქართულად

განრიდებისა და მედიაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა

2010 წლის ივლისში ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და დაშვებულ იქნა დისკრეციული სამართალწარმოება. ახალი რეგულაციების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა, რის შედეგადაც პროკურორებს მიეცათ საშუალება, გარკვეული კატეგორიის სამართალდამრღვევი მოზარდების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ნაცვლად ალტერნატიული მართლმსაჯულების მიდგომები გამოეყენებინათ. PH International-ი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მომზადებაში. „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში ორგანიზაციამ გაწვრთნა და მოამზადა ცხრა მედიატორი, რომლებიც ამჟამად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, განრიდებისა და მედიაციის სახელმწიფო პროგრამებში მუშაობენ. გარდა ამისა, PH International-მა გამოსცა ორი წიგნი აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ, ჩაატარა არაერთი ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პროკურორებისთვის, ასევე განახორციელა გაცვლითი პროგრამები განრიდების პროცესში ჩართული პირებისთვის.

პროგრამა GE CALLS მუშაობს მედიატორებთან მათი პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე ხელს უწყობს შეხვედრებს, რომლების დროსაც ხდება საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისი ქცევის კოდექსის განხილვა/შემუშავება.

GE CALLS ასევე ხელს შეუწყობს მულტიმედია ბიბლიოთეკის დაარსებას, მიაწვდის რა სხვადასხვა მასალას ალტერნატიული მართლმსაჯულების, მედიაციის, რეინტეგრაციის და და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიის შესახებ.


ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International