English / ქართულად

განცხადებების მიღება მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო პროგრამებში ჩასართავად

ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშრისო ბიუროს მიერ დაფინანსებული „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“, (GE CALLS)  იწვევს დაინტერესებულ  სკოლებს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო პროგრამაში ჩასართავად.

მიზანი

პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა, დანაშაულის, მათ შორის დისციპლინური დარღვევების პრევენცია მოსწავლეებში.


სასკოლო კომპონენტის ამოცანები

პროგრამის  სასკოლო კომპონენტის ფარგლებში, PH International - ი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  ერთად საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შეარჩევს 20 სკოლას, რომლებიც უბნის ინსპექტორებთან და მანდატურებთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი სათემო რესურსების გამოყენებით განახორციელებენ დანაშაულის პრევენციის  კრეატიულ და მდგრად პროგრამებს.


სასკოლო კომპონენტის ძირითადი აქტივობები

  • კონკურსში გამარჯვებული სკოლების  მე-7 კლასის დამრიგებლებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, მანდატურებს, დისციპლინური კომიტეტის, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ სამართალდამცავებს ექსპერტები  ჩაუტარდებენ  ტრენინგებებს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო  სამოქმედო გეგმების დასამუშავებლად. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს მე-7 და მე-9 კლასებში „სამართლებრივი კულტურის საფუძვლებისა“ და „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილების ჩატარებას, აგრეთვე სხვა კრეატიული და მდგრადი პროგრამების განცხორციელებას;

  • „სამართლებრივი კულტურის საფუძვლებისა“ და „სამართლებრივი კულტურის“ სასწავლო კურსის განხორციელების მიზნით პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებს გადაეცემათ შესაბამისი სახელმძღვანელოები კერძოდ, სამართლებრივი განათლების სპეციალური კურიკულუმები:  „სამართლებრივი კულტურა“ მე-9 კლასელებისთვის, „სამართლებრივი კულტურის საფუძვლები“ მე-7 კლასელებისთვის და დისციპლინური კომიტეტის გზამკვლევი;
  • სკოლის 7 კლასის დამრიგებლებს, მანდატურებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, სამართალდამცველებსა და სკოლის ადმინისტრაციას ჩაუტარდებათ სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამები სამართლებირივი კულტურის კურიკულუმის ათვისებისა და სამუშაო გეგმის წარმატებით განხორციელების ხელშესაწყობად;

  • მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო  სამოქმედო გეგმების განხორციელებისას PH International-ის წარმომადგენლები აწარმოებენ მონიტორინგს და  ითანამშრომლებენ სკოლებთან;

  • აკადემიური წლის ბოლოს პროგრამაში მონაწილე წარმატებულ სკოლებს  პარტნიორი სამინისტროები გადასცემენ  სერტიფიკატებს.

სასკოლო კომპონენტის ბენეფიციარები

პროგრამის ბენეფიციარები არიან შერჩეული სკოლების მოსწავლეები, მანდატურები,  7 კლასის დამრიგებლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, დისციპლინური საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორები.


ინფორმაცია დამხმარე სახელმძღვანელოების  შესახებ

პროგრამას GE CALLS  წინ უძღოდა 5-წლიანი „სამართლებრივი განათლების პროგრამა საქართველოში“,  რომლის მიზანიც იყო სკოლაში დანაშაულის პრევენცია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივი კულტურისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებზე და მოზარდთა შორის თანატოლთა სამართლებრივი განათლების მიდგომების დანერგვა.  პროგრამა წარმატებით განხორციელდა ქ. თბილისის, რუსთავის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულის, სამტრედიის, ყვარელის, თელავისა და გორის სკოლებში.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ შეიქმნა  სპეციალური კურიკულუმები და გამოიცა სახელმძღვანელოები მოსწავლეების, მასწავლებლების, პოლიციელებისა და მანდატურებისათვის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მათ შორის: „სამართლებრივი კულტურა“ მე-9 კლასელებისთვის, „სამართლებრივი კულტურის საფუძვლები“ მე-7 კლასელებისთვის და.  „სკოლის დისციპლინური კომიტეტის გზამკვლევი“. ეს სახელმძღვანელოები მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდას და წესრიგისა და კანონდარღვევების, მავნე ჩვევებისა და ძალადობის მიმართ სწორი დამოკიდებულებების ფორმირებას უწყობს ხელს.  


„სამართლებრივი კულტურის საფუძვლები“ მე-7 კლასელებისთვის

აღნიშნული სასწავლო კურსი მოსწავლეებს სასკოლო რეალობაში არსებული პრობლემების სწორად შეფასებაში, აგრეთვე გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების გააზრებაში ეხმარება. კურსს ერთად წაიყვანენ მასწავლებლები და მანდატურები. იხილეთ ელექტრონული ვერსია


„სამართლებრივი კულტურა“ მე-9 კლასელებისთვის 

აღნიშნული კურსი ისეა დაგეგმილი და აგებული, რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ საკანონმდებლო მოთხოვნების და მათ გარემოში არსებული რეალობის ურთიერთშესაბამისობა, გაერკვნენ არსებულ პრობლემებში, შეაფასონ მათი გამომწვევი მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები, დაფიქრდნენ გადაჭრის გზებსა და ამ პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობაზე, მიღებული ცოდნა გამოიყენონ ცხოვრებაში. გაკვეთილებზე სამართალდამცველებთან კომუნიკაციის და სახელმძღვანელოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სრულიად და მართებულად განახორციელონ კანონით ასაკის შესაბამისად მინიჭებული უფლებები და დაკისრებული მოვალეობები. კურსს ერთად წაიყვანენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამართალდამცველები. იხილეთ ელექტრონული ვერსია


მასწავლებელთა სახელმძღვანელები

ორივე  წიგნს თან ერთვის მასწავლებლის სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება პედაგოგსა და სამართალდამცველს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების საშუალებით ეფექტურად დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი.

ამ სახელმძღვანელოების გამოყენებით მოსწავლეებმა გაიგეს:  თუ რა არის „დანაშაულის სუბიექტი“, რა ასაკიდან ხდება მოზარდის პასუხისგებაში მიცემა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გაერკვნენ პოლიციელთან თანამშრომლობის არსში და აღარ მიაჩნიათ, რომ ეს ცუდი საქციელია. აღნიშნული გაკვეთილების წყალობით ბევრმა მოსწავლემ აღმოაჩინა, რომ ბავშვური დაუდევრობაც შეიძლება იყოს დანაშაული. მათ ისწავლეს კანონის მიმართ პატივისცემასა და კანონის მიმართ შიშს შორის განსხვავება. გაიგეს, რა არის დანაშაული, რა შედეგი მოჰყვება და რა გავლენას მოახდენს ადამიანის ცხოვრებაზე დანაშაულებრივი ქმედება და ამის გამო პასუხისგება.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო  პროგრამაში  2014 წელს?

თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საჯარო სკოლებს.


შერჩევის კრიტერიუმები
სკოლაში უსაფრთხო გარემოს დამკვიდრებისა და დანაშაულის პრევენციის  მიზნით  GE CALLS -ის პროგრამების დანერგვის ინტერესი და სწორი და ნათელი ხედვა.


შესარჩევი კომიტეტის წევრები
PH-International-ის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 


განაცხადის შეტანის წესები შესახებ

პროგრამაში ჩართვის მსურველ სკოლებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება მოცემული  თქვენს სკოლაში GE CALLS -ის პროგრამების დანერგვის ინტერესი, საჭიროება და შესაძლებლობა.
სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: rusudan.dzigrashvili@ph-int.org
 


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2014 წლის 30 სექტემბერი.


პრეზენტაციები

პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი  ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ პრეზენტაციებზე, რომლებიც  გაიმართება ადგილობრივ რესურს-ცეტრებში:

რუსთავი - 25 სექტემბერი
ქუთაისი - 22 სექტემბერი
ბათმი -23 სექტემბერი 


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს
რუსუდან ძიგრაშვილს. ელ.ფოსტა: Rusudan.dzigrashvili@ph-int.org;
ოფისი: 2 990049; 2 233338.
მობილური:  599 24 39 49










ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International