English / ქართულად

საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის

პროგრამის შესახებ

საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში.

პროგრამის მიზანია სამთავრობო სტრუქტურების, თემების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ხელი შეუწყოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა-გაძლიერებას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

“საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამას სამართლებრივი განათლებისთვის” წინ უძღოდა 5-წლიანი „სამართლებრივი განათლების პროგრამა საქართველოში“, რომლის მიზანიც იყო სკოლაში დანაშაულის პრევენცია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივი კულტურისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებზე, მოზარდთა შორის თანატოლთა სამართლებრივი განათლების მიდგომების დანერგვა და ა.შ.

 
პროგრამის ბენეფიციარები

პროგრამის ბენეფიციარები არიან შერჩეული სკოლების მოსწავლეები, დანაშაულის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნები, არასრულწლოვანი სამართალდამრღვევები და მათი ოჯახები.

 
 
პროგრამის პარტინიორები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 
პროგრამის კომპონენტები
 
კომპონენტი 1:  სასკოლო პრევენციული პროგრამები
 

მიზანი: კომპონენტის ფარგლებში საქართველოს 4 ქალაქში 20 სკოლის შერჩევა (მათ შორის 4 არაქართულენოვანი), რომლებიც უბნის ინსპექტორებთან და მანდატურებთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი სათემო რესურსების გამოყენებით, განახორციელებენ დანაშაულის პრევენციის კრეატიულ და მდგრადი პროგრამებს.

კომპონენტი 2: სათემო ინიციატივების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით

 

მიზანი: არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით ეფექტური, ინოვაციური და მდგრადი სათემო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

კომპონენტი 3 : განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა

 

მიზანი: საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერება, რაც არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა მიმართ აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების გამოყენების უმთავრესი ასპექტია.

 

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International