English / ქართულად

ახალი ამბები

პროექტ "ფინანსური წიგნიერების" დასკვნითი ღონისძიება

03.07.2015
28 მაისს პროექტ “ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტს ახორციელებს „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“ GE CALLS-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორია „თავისუფალი უნივერსიტეტი“.

საქართველოს ეროვნული ბანკი სტუმრად „ფინანსური წიგნიერების“ პროექტში

20.05.2015
19 მაისს GE CALLS-ის სათემო ინიციატივების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს „ფინანსური წიგნიერება“ გამორჩეული სტუმარი ჰყავდა - პროექტის მონაწილეებს საქართელოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, ბატონი გიორგი ბაქრაძე შეხვდა და ესაუბრა ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციასა და მუშაობის სპეციფიკაზე.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს“ მეორე სხდომა

04.05.2015
სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს მეორე სხდომა 3 მაისს ქუთაისში, RICDOG-ის ოფისში გაიმართა. ვინაიდან პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა მიერ გარკვეული როლების მორგებას, ბენეფიციარები შესაბამისი კოსტიუმებით გამოცხადდნენ. 4 საათიანი მუშაობის შედეგად რეზოლუცია დამტკიცდა. დამტკიცებული რეზოლუციის სახელწოდებაა: "მოზარდების სწორი განვითარებისთვის მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის შესახებ". საბჭოს სხდომის შემდეგ მონაწილეებს უკუკავშირი საბჭოს ფასილიტატორმა, ნუგზარ კოხრეიძემ დაუბრუნა.

ახალგაზრდები ლუდომანიის წინააღმდეგ - სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს პირველი სხდომა

16.04.2015
სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს პირველი სხდომა RICDOG ოფისში ჩატარდა. სხდომაზე ოთხმა ჯგუფმა ("აქტიური მოქალაქეები", "პასიური მოქალაქეები", "პასუხისმგებლიანი მოქალაქეები", "ექსპერტები") ინდივიდუალურად წარმოდგენილი რეზოლუციების საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ სამაგიდო მოლაპარაკების რაუნდი მოაწყვეს, რომლის დროსაც ოთხივე ჯგუფის წარმომადგენლებმა საერთო რეზოლუციის ვერსიაზე მუშაობა დაიწყეს.

პოლიციელთა ჩართულობის პოზიტიური გავლენა სასკოლო ცხოვრებაზე

15.04.2015

სამართლებრივი კულტურის გაკვეთლებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიციასა და თემს შორის პოზიტიური ურთიერთობის განვითარებას საქართველოს ოთხ ქალაქში, თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი.  პოლიციელებმა და  მასწავლებლებმა, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს, ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთთანამშრომლობით მე- 9-ე კლასელებს ძალზედ საინტერესო, შემოქმედებითი და დინამიური გაკვეთლები შესთავაზეს, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გრძელდება Ge Calls-ის პროგრამაში ჩართულ სკოლებში.

სწავლების მეთოდი ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებულია, სამართალდამცავი ამატებს ინფორმაციას პრაქტიკული გამოცდილებიდან. გაკვეთილებზე მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს სამართლებრივი კულტურა, ვინ არის სამართალდამცველი, რა არის ძალადობა, მოზარდი და ძალადობა, ოჯახში ძალადობა, მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგები,ორგანიზებული დანაშაული, ტრეფიკინგი, სასამართლო და სხვა.  
 

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International