English / ქართულად

ახალი ამბები

GE Calls-ის სასკოლო პროგრამის პრეზენტაცია

05.11.2015

2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ყველა შერჩეულ რეგიონში ჩატარდა პრეზენტაცია სასკოლო პროგრამების შესახებ.  2015-2016 წლებში პროგრამა განხორციელდება: ოზურგეთში, გურჯაანში, ზუგდიდსა და ბორჯომში.  საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ რესურს ცენტრებთან თანამშრომლობით მოეწყო და  ესწრებოდნენ ადგილობრივი სკოლების დირექტორები, დირექტორის მოადგილეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

 


„წარმატების აკადემიის“ სტუდენტების „დიდი თამაში“

05.11.2015
25 ოქტომბერს „წარმატების აკადემია 2“-ის მონაწილეებისთვის „მზიანმა სახლმა“ ე.წ. „დიდი თამაში“ გამართა. მოზარდები ოთხ გუნდად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ გუნდს კუს ტბიდან ბულბულების ჭალამდე ასვლა, გზადაგზა სხვადასხვა დავალების შესრულება, მინიშნებების მოპოვება და მათი საშუალებით საბოლოოდ კოდური სიტყვი გამოცნობა ევალებოდა.

უსაფრთხო სკოლის სამოქმედო გეგმები

05.11.2015

ოქტომბრის განმავლობაში  პროგრამის წარმომადგენლებმა და  განათლების ექსპერტმა თითოეულ რეგიონში ჩაატარეს სამუშაო შეხვედრები, რათა ერთად ემუშავათ სამართლებრივი კულტურის განვითარებისა და უსაფრთხო სკოლის სამოქმედო გეგმებზე.

 


რაგბისა კლუბი და კერამიკის შემსწავლელი კურსები - GE CALLS ზუგდიდში ახალ ინიციატივას აფინანსებს

21.10.2015
2015 წლის 09 ოქტომბერს, ასოციაცია "ქსენონის" პროექტი "ბედნიერების ტერიტორია" საზეიმოდ გაიხსნა. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცეს ასოციაცია "ქსენონის" თანამშრომლებმა, სახელისუფლებო, სამართალდამცავი, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სტრუქტურების წარმომადგენლებმა, მშობლებმა და სკოლის პედაგოგებმა.

GE CALLS-ის პროგრამა სათემო ინიციატივის ფარგლებში 6 ახალ პროექტს აფინანსებს

23.09.2015

საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის (GE CALLS) ახალ საპროგრამო წელს განაგრძობს სათემო ინიციატივების დაფინანსებას. ამჯერად ექვსი პროექტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, გურჯაანში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში. 16 სექტემბერს GE CALLS-მა კომპონენტის მონაწილეთა გაერთიანებულ შეხვედრას უმასპინძლა.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International