English / ქართულად

ახალი ამბები

პროგრამა “ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“ განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობს

11.02.2016

2016 წლის 10 თებერვალს, #84 საჯარო სკოლას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ესტუმრნენ.  სტუმრები დაესწრნენ შეხვედრას საგზაო ნიშნების თაობაზე, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული პატრულ-ინსპექტორი  და მანდატური უძღვებოდნენ.  მინისტრის მოადგილე თავად ჩაერთო ინტერაქტიულ აქტივობაში, ხოლო მოსწავლეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სტუმრებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. გაკვეთილის ბოლოს კი მინისტრის მოადგილემ  ბავშვებს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა პირადად დაათვალიერებინა.


ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა

24.12.2015
2015 წლის 15 დეკემბერს ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრმა ადგილობრივი ხელისუფლების, აშშ-ის საელჩოს, PH International-ის, სკოლებისა და არამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე. ცენტრი GE CALLS-ის სათემო ინიციატივების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა

საპატრულო პოლიციის 22 თანამშრომელი სკოლის მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს არაფორმალური განთლების მეთოდით შეასწავლის

21.12.2015

პროგრამა „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“ GE Calls-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით  ხუთ საპილოტე სკოლაში განხორციელდა.  მას შემდეგ, რაც წარამტებით ჩატარდა ორმოცდაათამდე შეხვედრა,  სამინისტრომ გამოიჩინა ინიციატივა, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, სამართალდამცავებმა, საქართველოს სხვა სკოლებშიც ჩაატარონ ანალოგიური შეხვედრები.  

 


Kids, Cops & Safety - ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება

21.12.2015

2015 წლის ნოემბრიდან,  პროგრამა  GE Calls- ის  ახალი ინიციატივა განხორციელების აქტიურ ფაზაში შევიდა. პროგრამა  „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“  იგივე (Kids, Cops and Safety) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის საზოგადოებრივ საქმიანობაზე, ხელს უწყობს დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის  მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, დატვირთულია სახალისო საინტერესო აქტივობებით.


არაფორმალური შეხვედრები მანდატურებთან და პატრულის ოფიცრებთან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

05.11.2015

2015 წლის აგვისტოში  არაფორმალური განათლების ტრენერთან ერთად GE Calls-მა შეიმუშავა შეხვედრების მოდული მანდატურთათვის, პატრულის პოლიციელებისთვის და მასწავლებლებისათვის. აღნიშნიშნული შეხვედრების მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი,  საგზაო სუფართხოება, კოფლიქტები და მათი მოგვარების გზები და სხვა.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International