English / ქართულად

ახალი ამბები

ტრენინგის 40 მონაწილე მზად არის თავიანთ სკოლაში ჩაატაროს საგაკვეთილო კურსი „სამართლებრივი კულტურის საწყისებთან“

18.11.2013
2013 წლის 15-18 ნოემბერს GE Calls-ის პროგრამაში მონაწილე სკოლების მანდატურებისა და მე-7 კლასის დამრიგებელთათვის ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი საგაკვეთილო კურსის „სამართლებრივი კულტურის საწყისებთან“ დანერგვის მიზნით. ტრენინგს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების, სამართლის ექსპერტები და ფსიქოლოგები. მიმოიხილეს სამართლებრივი კულტურის საწყისების სწავლების მნიშვნელობა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, სასკოლო კონფლიქტების მართვა. ისაუბრეს მოზარდის ფსიქოლოგიასა და ძალადობის შესახებ, ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ და სხვა.

საქართველოს ოთხ რეგიონში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების დასასრულს ოცმა სკოლამ სამართლებრივი კულტურის განვითარების სასკოლო გეგმები შეიმუშავა.

07.11.2013
სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა ნინო კვიტაიშვილმა და გიორგი გახელაძემ საქართველოს ოთხ რეგიონში ახალციხეში, ხაშურში, ფოთსა და თელავში ჩაატარეს შამუშაო შეხვედრები შერჩეულ სკოლებთან სამართლებრივი კულტურის განვითარების სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად. სამდღიანი შეხვედრების მთავარი მიზანი იყო სკოლათა ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმირება სამართლებრივი კულტურის მნიშვნელოვ ნების შესახებ. შეხვედრებზე მონაწილეებმა ამ მიმართულებით დასახეს თავიანთი სკოლების პრიორიტეტები, მიზნები, სავარაუდო შედეგები და ასევე დაამუშავეს მათ შესრულების გზები.

GE CALLS-მა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

01.11.2013
GE CALLS სათემო კომპონენტის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე აცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მიზანია სათემო ინიციატივების წახალისება მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციისთვის. საგრანტო კონკურსის პირველი რაუნდი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ თელავში, ფოთში, ხაშურსა და ახალციხეში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ფოთის ხუთმა საჯარო სკოლამ სამართლებრივი კულტურის დანერგვისთვის სამუშაო გეგმები შეიმუშავა

28.10.2013
19-21 ოქტომბერს ფოთში ჩატარდა პირველი ტრენინგი გამარჯვებული სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანი იყო სკოლების სამართლებრივი კულტურის განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება. სამდღიან ტრენინგზე განიხილეს სამართლებრივი კულტურის არსი, ქცევის ასაკობრივი თავისებურებები, არასრულწლოვანი და კანონი, ეფექტური კომუნიკაცის საკითხები და სხვა.

GE CALLS–მა პარტნიორი სკოლები კონკურსის წესით შეარჩია

15.10.2013
"საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამამ სამართლებრივი განათლებისთვის" საქართველოს 4 ქალაქში 20 პარტნიორი სკოლა შეარჩია. სკოლების შერჩევა კონკურსის წესით მიმდინარეობდა. თელავში, ხაშურში, ფოთსა და ახალციხეში პროგრამის პრეზენტაციის შემდგომ დაინტერესებულმა სკოლებმა განაცხადი შეიტანეს GE CALLS–ის სასკოლო პრევენციულ პროგრამებში ჩასართავად.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International