English / ქართულად

ახალი ამბები

ხაშურის ახალგაზრდული კლუბი მუშაობას იწყებს

12.12.2013
GE CALLS-ის „სათემო ინიციატივების“ ფარგლებში ორგანიზაციამ „სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი თანამონაწილე“ დაიწყო პროექტის „ერთად მოზარდთა უსაფრთხო მომავლისკენ“ განხორციელება ხაშურში. პროგრამის პარტნიორ 5 სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები, რის შემდეგაც მოსწავლეების მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შეირჩა პროექტის 30 მონაწილე. შერჩეული ბავშვებით დაკომპლექტდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბი.

2014 წლიდან GE CALLS-ის პროგრამაში მონაწილე სკოლების მე-9 კლასებში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ჩატარდება.

09.12.2013
2013 წლის 6-9 დეკემბერს GE Calls-ის პროგრამაში მონაწილე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და ადგილობრივი სამართალდამცავებისათვის ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი საგაკვეთილო კურსის „სამართლებრივი კულტურის“ დანერგვის მიზნით. ტრენინგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველ ეტაპზე განიხილეს მოზარდებთან დაკავშრებული ფსიქოლოგიური ასპექტები, ხოლო მეორე ეტაპი დაეთმო სამართლებრივი კლუტურისა და არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებს.

ახალციხის ახალგაზრდულ სამართლებრივ კლუბში პირველი ტრენინგი ჩატარდა

07.12.2013
“სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე GE CALLS-ის „სათემო ინიციატივების“ ფარგლებში შექმნილ სამართლებრივ კლუბში პირველი ტრენინგი ჩატარდა. ორდღიანი ტრენინგი ოჯახში ძალადობის თემას მიეძღვნა. ტრენინგს ესწრებოდა სამართლებრივი კლუბის 20 წევრი. მიღებული ცოდნის საფუძველზე კლუბი უახლოეს მომავალში სხვადასხვა აქტივობას დაგეგმავს.

საქართვლოს უზენაესმა სასამართლომ GE CALLS-ის პროგრამაში ჩართულ მოსწავლეების უმასპინძლა

04.12.2013
4 დეკემბერს საქართვლოს უზენაესმა სასამართლომ საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებრივი განათლებისთვის მონაწილე თბილისის 55–ე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეები უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან და მათ სკოლაში მომუშავე სამართალდამცავებთან ერთად მივიდნენ. ბავშვები გაეცნენ სასამართლოს შენობის ისტორიას და სასამართლო სისტემის სტრუქტურას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა პალატა და სასამართლოსთან არსებული მართლმსაჯულების მუზეუმი.

მე-9 კლასელების ვიზიტი შსს-ს პოლიციის აკადემიაში

29.11.2013
29 ნოემბერს GE Calls-ის პროექტში ჩართული N64 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები, მათი პედაგოგები და პროექტში მონაწილე უბნის ინსპექტორი შსს-ს აკადემიას ესტუმრნენ. ისინი გაეცნენ პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს სამართალდამცავმა, რათა კარგად დაეუფლოს პოლიციელის პროფესიას. მათ ასევე მოინახულეს სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტირი. მპსწავლეებს პირადად უმასპინძლა აკადემიის რექტორმა.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International