English / ქართულად

GE CALLS-ის ფარგლებში შეიქმნა თამაშებისა და აქტივობების ელექტრონული კრებული

04.04.2017

PH International-ის პროგრამის GE CALLS  ფარგლებში შეიქმნა თამაშებისა და აქტივობების კრებული: “თამაშები ღია ცის ქვეშ, მოძრავი თამაშები“,  კრებული მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების მეთოდების დანერგვას, სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას.

კრებული წარმატებით  გამოიყენება პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტში  სახელად:  „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება.“ მასში  მოცემული აქტივობები და თამაშები ხელს უწყობს გუნდის შეკვრას, განმუხტვას, ყურადღების მობილიზებას,  გუნდში მუშაობის უნარების და შემოქმედებითობის განვითარებას, ასევე  ქმნის პოზიტიურ განწყობას და ბავშვებს დააფიქრებს მათთვის მნიშნველოვან თემებზე.

კრებულის ავტორია  არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის მზიანი სახლის ტრენერი, დიანა მამინაიშვილი.

კრებულის ნახვა  შესაძლებელია შემდეგ  ბმულზე: http://www.ph-int.org/ge-calls/games/



ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International