English / ქართულად

პროგრამა ‘ ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება’ ბათუმშიც ხორციელდება

26.04.2016

პროგრამის ‘ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება’ ფარგლებში, სკოლები და პოლიცია წარმატებით თანამშრომლობს ერთმანეთთან, მათი შეხვედრების მოდული არის მაქსიმალურად პოზიტიური და დატვირთულია საინტერესო თემატიკით , რაც მთავარია ეფუძნება პოლიციისა და სკოლის თანამშრომლობას და დამეგობრებას.   პროგრამა ხორციელდება მე-4, მე-5 და მე-6 კლასებში.

ტრენინგს უძღვებოდა არაფორმალური განათლების ტრენერი, ხოლო მონაწილეები იყვნენ დამრიგებლები, მანდატურები და პატრულის თანამშრომლები. მათ დაამუშავეს შეხვედრების მოდული, რომელშიც მრავლადაა  თამაშები, ფიზიკური აქტივობები და ჯგუფური აქტივობები, რომლებიც უკავშირდება საგზაო და ზოგად უსაფრთხოებას.     

სკოლის ყველა წარმომადგენელი და პოლიციის თანამშრომელი ენთუზიაზმით ჩაერთო აქტივობებში და მზად არიან  შემდეგი თვიდან  დაიწყონ მოდულის დანერგვა.       


icon 3w.jpg (727 Kb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International