English / ქართულად

აშშ-ის ელჩი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „ცოცხალ ბიბლიოთეკაში“

01.04.2016
GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში 23 მარტს კიდევ ერთი „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ გაიმართა. ამჯერად მას საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა, ხოლო მოწვეულ სტუმრებს, ანუ „წიგნებს“ შორის იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი არჩილ თალაკვაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი, რომლებიც თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს საკუთარ კარიერულ და ცხოვრებისეულ გზაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ.

„ბიბლიოთეკაში“ მონაწილეობდნენ სხვა „წიგნებიც“: პოლიციელი, სოციალური მუშაკი, პროკურორი, კრიმინალური ექსპერტი, ახალგაზრდული მუშაკი, სამედიცინო ექსპერტი, ყოფილ მსჯავრდებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.

„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ განხორციელდა GE CALLS-ის სათემო ინიციატივების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ნაბიჯი წინ - წარმატების აკადემია 2“ ფარგლებში, რომელსაც 6 თვის მანძილზე ახორციელებდა არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International