English / ქართულად

პროგრამა “ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“ განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობს

11.02.2016

GE CALLS-ის პროექტმა, 2015 წელს მოახდინა პროგრამის  - „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“ პილოტირება, რომლის ფარგლებშიც მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, პირდაპირ პოლიციელისგან შეიტყონ საგზაო უსაფრთხოების, ბავშთა უფლებებისა და პოლიციელის საქმიანობის შესახებ. არაფორმალური განათლების მეთოდით ჩატარებული შეხვედრები ხელს უწყობს პოზიტიურ და ნდობაზე დაფუძნებული  ურთიერთობის ჩამოყალიბებას მოსწავლეებსა და პოლიციელს შორის.

2016 წლის 10 თებერვალს, #84 საჯარო სკოლას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ესტუმრნენ.  სტუმრები დაესწრნენ შეხვედრას საგზაო ნიშნების თაობაზე, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული პატრულ-ინსპექტორი  და მანდატური უძღვებოდნენ.  მინისტრის მოადგილე თავად ჩაერთო ინტერაქტიულ აქტივობაში, ხოლო მოსწავლეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სტუმრებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. გაკვეთილის ბოლოს კი მინისტრის მოადგილემ  ბავშვებს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა პირადად დაათვალიერებინა.

პროექტს  “ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“ ახორციელებს პროექტი ჰარმონიის პროგრამა GE CALLS,  INL-ის ფინანსური მხარდაჭერით.  პროგრამა ხელს უწყობს  მოზარდებში არამართლზომიერი ქმედების პრევენციას და  საზოგადოებაში, პოლიციასა თუ სასამართლოში  აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტების დანერგვას.





დამატებითი წყაროები:



შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიმოხილვა:http://police.ge/ge/ashsh-s-sakhelmtsifo-mdivnis-tanashemtsis-moadgile-patrul-inspeqtoris-mier-chatarebul-interaqtiul-gakvetils-daestsro/9344

შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდი: https://www.facebook.com/media/set/?set=a.759031200865548.1073742733.182742568494417&type=3

ვიდეო პროგრამის შესახებ:

https://www.youtube.com/watch?v=ZjNCss-QPTA


icon 5.jpg (156 Kb)
icon 24.JPG (5.4 Mb)
icon 3.jpg (191 Kb)
icon 28.JPG (1.6 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International