English / ქართულად

ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა

24.12.2015
2015 წლის 15 დეკემბერს ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრმა ადგილობრივი ხელისუფლების, აშშ-ის საელჩოს, PH International-ის, სკოლებისა და არამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე. ცენტრი GE CALLS-ის სათემო ინიციატივების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს, იქცეს ბორჯომელი ახალგაზრდობისთვის შეკრების, დროის საინტერესოდ გატარების, ახალი უნარებისა და ცოდნის შეძენის, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების ადგილად.

ცენტრს ამჟამად 20 პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს ბორჯომის 4 საჯარო და სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლებიდან.

პროექტს ახორციელებს „მსაცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International