English / ქართულად

Kids, Cops & Safety - ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება

21.12.2015

2015 წლის ნოემბრიდან,  პროგრამა  GE Calls- ის  ახალი ინიციატივა განხორციელების აქტიურ ფაზაში შევიდა. პროგრამა  „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება“  იგივე (Kids, Cops and Safety) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის საზოგადოებრივ საქმიანობაზე, ხელს უწყობს დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის  მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, დატვირთულია სახალისო აქტივობებითა და საიტნერესო საკითხებით.

არაფორმალური განათლების ტრენერმა გადაამზადა ხუთი სკოლის მანდატური, დაწყებითი კლასების დამრიგებლები და სამართალდამცავები    IV, V და VI კლასის მოსწალეებთან შეხევდრების მოდულის შესასწავლად. მოდული ძირითადად მოიცავს ფიზიკურ აქტივობებს, თამაშებს, განმავითარებელ და გუნდურ აქტივობებს, რომლებიც იმ ასაკისთვის მნიშნელოვან  საკითხებსა და ფასეულობებს  უკავშირდება.  ტრენინგების დასრულების შემდეგ სამართალდამცავთა და მანდატურთა შეხვედრები სკოლებში დაიწყო.  

შეხვედრების მიზანია პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება მანდატურებს, სამართალდამცავებსა და მოსწავლეებს შორის, ასევე ცნობიერების გაზრდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:  ბავშვთა უფლებები, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, საგზაო უსაფრთხოება, კონფლიქტების მართვა და სხვა.  ამ ყველაფრის გაცნობიერება სახალისო და მხიარული თამაშების გზით ხდება.

ერთ-ერთ  პირველ შეხვედრაზე, თბილსისი #176-ე  სკოლაში სამართალდამცავი სკოლას პოლიციის მოტოციკლეტებითა და მანქანით ეწვია, ბავშებს საშუალება მიეცათ პატრულის მანქანები შიგნიდან დაეთვალიერებინათ და მოტოციკლის ჩაფხუტებიც მოერგოთ.  “ბავშვების ასეთ ღნისძიებებში ჩართვა,  თან ასე მხიარული აქტივობებით, მათში  სამართალდაცამვი სტრუქტურების მიმართ უფრო მეტ ნდობას  აჩენს“ - აღნიშნავს ერთერთი მასწავლებელი. 

ასევე აღფრთოვანებულები იყვნენ ხუთივე სკოლის მოსწავლეები  სამართალდამცავთან შეხვედრისას.  „კარგი გრძნობაა, როცა იცი, რომ პოლიციელი შენთან ერთად არის“  - 11 წლის მოსწავლე # 84 სკოლიდან.   

 


icon lessons 3.JPG (1 Mb)
icon lessons 4.JPG (5.5 Mb)
icon lesssons 2.JPG (1.3 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International