English / ქართულად

GE Calls-ის სასკოლო პროგრამის პრეზენტაცია

05.11.2015

2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ყველა შერჩეულ რეგიონში ჩატარდა პრეზენტაცია სასკოლო პროგრამების შესახებ.  2015-2016 წლებში პროგრამა განხორციელდება: ოზურგეთში, გურჯაანში, ზუგდიდსა და ბორჯომში.  საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ რესურს ცენტრებთან თანამშრომლობით მოეწყო და  ესწრებოდნენ დირექტორები, დირექტორის მოადგილეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

პრეზენტაციაში მოცემული იყო, პროგრამის მიზანი, დაგეგმილი ღონისძიებები, მიღებული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. სკოლების წარმომადგენლები ინტერესით მოეკიდნენ ინიციატივას, სამუშაოდ განეწყვნენ რათა განახორციელონ სასკოლო პროგრამა მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის,  უსაფრთხო სკოლის გაძლიერებისა და პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. 



 



ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International