English / ქართულად

„წარმატების აკადემიის“ სტუდენტების „დიდი თამაში“

05.11.2015
25 ოქტომბერს „წარმატების აკადემია 2“-ის მონაწილეებისთვის „მზიანმა სახლმა“ ე.წ. „დიდი თამაში“ გამართა. მოზარდები ოთხ გუნდად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ გუნდს კუს ტბიდან ბულბულების ჭალამდე ასვლა, გზადაგზა სხვადასხვა დავალების შესრულება, მინიშნებების მოპოვება და მათი საშუალებით საბოლოოდ კოდური სიტყვი გამოცნობა ევალებოდა. მონაწილეებს გზაზე ხვდებოდნენ „მზიანი სახლის“ წარმომადგენლები, რომლებიც მათ დავალებებს წარუდგენდნენ. დავალებები ორიენტირებული იყო გუნდურ მუშაობაზე, ერთმანეთის დახმარებაზე, თანამშრომლობაზე და სხვა მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებზე.

ყველა გუნდმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვა თავი დავალებებს. საბოლოოდ ბულბულების ჭალაში კოცონის გარშემო იმსჯელეს განვლილ გზაზე და წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებზე.

პროექტი „ნაბიჯი წინ - წარმატების აკადემია 2“ ხორციელდება PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.
icon IMG_0656.JPG (8 Mb)
icon IMG_0674.JPG (5.4 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International