English / ქართულად

საქართველოს ოთხ რეგიონში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების დასასრულს ოცმა სკოლამ სამართლებრივი კულტურის განვითარების სასკოლო გეგმები შეიმუშავა.

07.11.2013
სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა ნინო კვიტაიშვილმა და გიორგი გახელაძემ საქართველოს ოთხ რეგიონში ახალციხეში, ხაშურში, ფოთსა და თელავში ჩაატარეს შამუშაო შეხვედრები შერჩეულ სკოლებთან სამართლებრივი კულტურის განვითარების სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად.
სამდღიანი შეხვედრების მთავარი მიზანი იყო სკოლათა ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმირება სამართლებრივი კულტურის მნიშვნელოვ ნების შესახებ. შეხვედრებზე მონაწილეებმა ამ მიმართულებით დასახეს თავიანთი სკოლების პრიორიტეტები, მიზნები, სავარაუდო შედეგები და ასევე დაამუშავეს მათ შესრულების გზები.
განხილულ თემათა შორის იყო: სამართლებრივი კულტურა და სასკოლო დისციპლინა, ქცევის ასაკობრივი თავისებურებები, არასრულწლოვანი და კანონი, ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა სკოლაში და მის გარეთ და სხვა.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და პრობლემები, შეადგინეს სამართლებრივი კულტურის მდგომარეობის SWOT ანალიზი სკოლებში, ბოლოს კი შეიმუშავეს და წარმოადგინეს სკოლის სამოქმედო გეგმები.
ყველა მონაწილე სკოლამ აჩვენა მზაობა დანერგოს პრევენციული აქტივობები სკოლებში. შედეგად ოცი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლებიც ექსპერტებმა ერთხელ განიხილეს და მიაწოდეს რეკომენდაციები. შემდგომ ეტაპზე ამ სკოლების მანდატურებსა და მე-7 კლასის დამრიგებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საგაკვეთილო კურსის „სამართლებრივი კულტურის საწყისებთან“ დანერგვის მიზნით.
icon IMG_4525.JPG (265 Kb)
icon IMG_4527.JPG (210 Kb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International