English / ქართულად

ტრენინგის 40 მონაწილე მზად არის თავიანთ სკოლაში ჩაატაროს საგაკვეთილო კურსი „სამართლებრივი კულტურის საწყისებთან“

18.11.2013
2013 წლის 15-18 ნოემბერს GE Calls-ის პროგრამაში მონაწილე სკოლების მანდატურებისა და მე-7 კლასის დამრიგებელთათვის ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი საგაკვეთილო კურსის „სამართლებრივი კულტურის საწყისებთან“ დანერგვის მიზნით. ტრენინგს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების, სამართლის ექსპერტები და ფსიქოლოგები. მიმოიხილეს სამართლებრივი კულტურის საწყისების სწავლების მნიშვნელობა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, სასკოლო კონფლიქტების მართვა. ისაუბრეს მოზარდის ფსიქოლოგიასა და ძალადობის შესახებ, ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ და სხვა. სესიები დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, კონკრეტული შემთხვევების ანალიზით, ჯგუფური სამუშაოებით, პრეზენტაციებით ვიდეო ჩვენებებითა და დისკუსიებით. „ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ჩემს სკოლაში და გამოვიყენებ აქ მიღებულ ცოდნას“-აღნიშნა ერთ-ერთმა მასწავლებელმა. ტრენინგის შემდეგ ყველა მონაწილეს პრიორიტეტია გაუზიაროს კოლეგებს მიღებული ინფორმაცია, გადახედოს საკუთარ საქმიანობას და მე-7 კლასელებისათვის დაიწყოს საგაკვეთილო კურსი „სამართლებრივი კულტურის საწყისებთან“, რომლის სახელმძღვანელოების ნაკრები გადაეცათ მათ სკოლებს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ორენოვანი სკოლების მასწავლებლები და მანდატურები, რომლებშიც სწავლობენ უმცირესობათა წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოალბომი
icon 19.JPG (215 Kb)
icon 6.JPG (171 Kb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International