English / ქართულად

GE CALLS–მა პარტნიორი სკოლები კონკურსის წესით შეარჩია

15.10.2013
"საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამამ სამართლებრივი განათლებისთვის" საქართველოს 4 ქალაქში 20 პარტნიორი სკოლა შეარჩია.

სკოლების შერჩევა კონკურსის წესით მიმდინარეობდა. თელავში, ხაშურში, ფოთსა და ახალციხეში პროგრამის პრეზენტაციის შემდგომ დაინტერესებულმა სკოლებმა განაცხადი შეიტანეს GE CALLS–ის სასკოლო პრევენციულ პროგრამებში ჩასართავად.

სკოლების შერჩევა მათ მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდა, სადაც სკოლებმა წარმოადგინეს დანაშაულის პრევენციის მათებური ხედვა.

პროგრამის სასკოლო კომპონენტისთვის შეირჩა შემდეგი სკოლები:

ქ. ფოთის #11, #4, #3, #5 #6 საჯარო სკოლები
ქ. ხაშურის #4, #8, #7, #5, #6 საჯარო სკოლები
ქ. თელავის #2, #8, #7, #9, #5 საჯარო სკოლები
ქ. ახალციხის #1, #2, #3, # 5, #6 საჯარო სკოლები

აღნიშნულ სკოლებთან მუშაობას პროგრამა უახლოეს დღეებში დაიწყებს. 18 ოქტომბერს დაგეგმილია ტრენინგი სკოლების ადმინისტრაციებისა და სამეურვეო საბჭოების წარმომადგელებისთვის, რომლის დროსაც თითოეული სკოლა საკუთარ სამუშაო გეგმას დაამუშავებს.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International