English / ქართულად

GE CALLS-მა საქართველოს ოთხ ქალაქში პროგრამის პრეზენტაცია გამართა

04.10.2013
სექტემბრის თვეში გაიმართა GE CALL-ის პროგრამის ორი კომპონენტის პრეზენტაცია თელავში, ხაშურში, ფოთსა და ახალციხეში, ესენია: სასკოლო პრევენციული პროგრამები საჯარო სკოლების დირექტორებისთვის და სათემო ინიციატივები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის.
სასკოლო პროგრამების პრეზენტაციას ჯამში 35 სკოლის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი გაეცნენ პროგრამის კონცეფციას და მიიღეს ინსტრუქციები სასკოლო პროგრამებში ჩასართავად.
სათემო ინიციატივების პრეზენტაციაზე 36 არასამთავრობო ორგანიზაციის 60 წარმომადგენელი გამოცხადდა. ოთხივე რეგიონში გამართულ პრეზენტაციებს ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მიიღო პროგრამა და გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ კომპონენტებში ჩასართავად.
icon IMG_8760.JPG (6.8 Mb)

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International