English / ქართულად

GE CALLS საპილოტე წლისთვის ემზადება

27.08.2013
2013 წლის 1 ივლისიდან PH International-მა დაიწყო „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS). პროგრამის მიზანია სამთავრობო სტრუქტურების, თემების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ხელი შეუწყოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა-გაძლიერებას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. პროგრამა იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით სამი კომპონენტის ფარგლებში, ესენია: 1. სასკოლო პრევენციული პროგრამები; 2. სათემო ინიციატივების ხელშეწყობა; 3. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარება. პროგრამის პირველ, საპილოტე წელს იგეგმება შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: -ოთხი რეგიონის 20 სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ კურსის დანერგვა/განხორციელება; -სკოლებისთვის დახმარების გაწევა დანაშაულის პრევენციის სამუშაო გეგმის შემუშავებაში; -ადგილობრივი ახალგაზრდული ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრევენციული ინიციატივების წახალისება სხვადასხვა პროექტის თანადაფინანსების გზით; -სკოლებისთვის შესაბამისი სასწავლო მასალების გადაცემა; -სხვადასხვა ტრენინგი პროგამის კომპონენტებში ჩართული მხარეებისთვის (უბნის ინსპექტორები, სკოლების დირექტორები, მანდატურები, პედაგოგები, კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიატორები, სოცმუშაკები, პროკურორები ა.შ. -პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა სახის კონფერენციის ორგანიზება (მაგ. კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ, რეგიონული კონფერენციები განხორციელებული პროექტების შედეგების გაზიარების მიზნით და ა.შ.) პროგრამა მუდმივად განახორციელებს თითოეული ღონისძიების მონიტორინგსა და შედეგების შეფასებას.

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International