English / ქართულად

ახალი ამბები

GE CALLS-ის ფარგლებში შეიქმნა თამაშებისა და აქტივობების ელექტრონული კრებული

04.04.2017

PH International-ის პროგრამის GE CALLS  ფარგლებში შეიქმნა თამაშებისა და აქტივობების კრებული: “თამაშები ღია ცის ქვეშ, მოძრავი თამაშები“,  კრებული მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების მეთოდების დანერგვას, სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას.
კრებული წარმატებით  გამოიყენება პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტში  სახელად:  „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება.“ 


საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია. პრაქტიკული ასპექტები

31.01.2017

2017 წლის 23 – 26 იანვარს, საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებრივი განათლებისთვის, GE CALLS-ის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა ტრეინინგი: საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები, რომელიც ჩატარდა შსს-ს აკადემიაში.
ტრეინინგის მთავარი მიზანი იყო საზოაგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით პრობლემების მოგვარების სტრატეგიების დასახვა დანაშაულის პრევენციის მიზნით.

 


პროგრამა ‘ ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება’ ბათუმშიც ხორციელდება

26.04.2016

2016 წლის მაისიდან,  GE Calls-ის პროგრამა ‘ბავშები, პოლიციელები და უსაფრთხოება’  ბათუმის სკოლებშიც განხორციელდება.  მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროგრამის პილოტირება  წარამტებით მოხდა თბილისის სკოლებში, საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება მისი დანერგვა.

 


GE Calls 2016 -ის მონიტორინგი და ზუგდიდის #9 სკოლის წარმატების ისტორია

15.04.2016

მას შემდეგ, რაც  სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები დაიწყო, სკოლები  სამოქმედო გეგმების შესრულებასაც შეუდგნენ. ერთი-ერთი მასწავლებლის თქმით: „პროგრამამ დიდი მოტივაცია მოგვცა იმისათვის, რომ უფრო მეტი ერთობლივი ღონისძიება დაგვეგეგმა პოლიციელებისა და მოსწავლეებისთვის“  

 


აშშ-ის ელჩი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „ცოცხალ ბიბლიოთეკაში“

01.04.2016
GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში 23 მარტს კიდევ ერთი „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ გაიმართა. ამჯერად მას საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა, ხოლო მოწვეულ სტუმრებს, ანუ „წიგნებს“ შორის იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი არჩილ თალაკვაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International