English / ქართულად

საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის

საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში.

პროგრამის მიზანია სამთავრობო სტრუქტურების, თემების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ხელი შეუწყოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა-გაძლიერების და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.






ახალი ამბები

GE CALLS-ის ფარგლებში შეიქმნა თამაშებისა და აქტივობების ელექტრონული კრებული

04.04.2017

PH International-ის პროგრამის GE CALLS  ფარგლებში შეიქმნა თამაშებისა და აქტივობების კრებული: “თამაშები ღია ცის ქვეშ, მოძრავი თამაშები“,  კრებული მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების მეთოდების დანერგვას, სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას.
კრებული წარმატებით  გამოიყენება პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტში  სახელად:  „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება.“ 


საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია. პრაქტიკული ასპექტები

31.01.2017

2017 წლის 23 – 26 იანვარს, საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებრივი განათლებისთვის, GE CALLS-ის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა ტრეინინგი: საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები, რომელიც ჩატარდა შსს-ს აკადემიაში.
ტრეინინგის მთავარი მიზანი იყო საზოაგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით პრობლემების მოგვარების სტრატეგიების დასახვა დანაშაულის პრევენციის მიზნით.

 


პროგრამა ‘ ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება’ ბათუმშიც ხორციელდება

26.04.2016

2016 წლის მაისიდან,  GE Calls-ის პროგრამა ‘ბავშები, პოლიციელები და უსაფრთხოება’  ბათუმის სკოლებშიც განხორციელდება.  მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროგრამის პილოტირება  წარამტებით მოხდა თბილისის სკოლებში, საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება მისი დანერგვა.

 

ჩვენი პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი


ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
Copyright (c) PH International